logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
15:00 საათის მონაცემებით აქტივობა 38.8%-ს შეადგენს
15:00 საათის მონაცემებით აქტივობა 38.8%-ს შეადგენს
16:46 28.11.2018

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას


კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 38.8 % (1 363 493 ამომრჩეველი) შეადგინა. ანა მიქელაძის თქმით, ამომრჩეველთა 15:00 საათიანი აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის მონაცემს, პირველ ტურზე აქტივობამ შეადგინა 30.98 %, (1 085 730 ამომრჩეველი).

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინა და კიდევ ერთხელ, საჯაროდაც შეახსენებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, - ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად, რაც არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, ამომრჩევლებს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ამომრჩეველი კაბინაში კეცავს ბიულეტენს, გადაკეცილ ბიულეტენს ათავსებს ჯერ სპეციალურ კონვერტში და შემდეგ საარჩევნო ყუთში. აღნიშნული პროცედურის ამსახველი პოსტერები ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია ყველა საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, საზღვარგარეთ ყველა ქვეყანაში გაიხსნა საარჩევნო უბნები და ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ადგილობრივი დროით, ასევე გაიხსნება საარჩევნო უბნები კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„დღეს, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით“,- აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

ანა მიქელაძემ ასევე ისაუბრა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული გარკვეული პროცედურული ხარვეზების შესახებ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა დარღვევას, მას გაუუქმდა ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ აკრედიტაცია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე არსებულ პლანშეტებში აღარ არის ჩატვირთული ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფოტოსურათიანი სია არასდროს ყოფილა ჩატვირთული უბანზე არსებულ პლანშეტებში, რამდენადაც პლანშეტების მეხსიერება არ იძლევა ამის შესაძლებლობას. საარჩევნო უბანზე პლანშეტების დარიგების დანიშნულება ამომრჩევლებისთვის მათი საარჩევნო უბნების მითითებაა; ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანში 68-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები გარეთ გავიდნენ და საარჩევნო ყუთი მიტოვებულია.

ასევე დაფიქსირდა შემთხვევა - ხულოს #1 საარჩევნო უბნის ამომრჩეველი, რომელსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა, არ იმყოფებოდა სახლში, ის გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მის მაგივრად მისმა მეუღლემ მისცა ხმა. ვინაიდან დაირღვა პროცედურა, გადასატან საარჩევნო ყუთს მიიტანენ საოლქო საარჩევნო კომისიაში და შესაბამისი კომისია იმსჯელებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობაზე. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2-მა ამომრჩეველმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-2 და მე-14 საარჩევნო უბნებზე ხმა მისცეს ყალბი პირადობის მოწმობებით. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. ერთ შემთხვევაში, მოქალაქეს ჰქონდა სამართლებრივად ვალიდური პირადობის მოწმობა, უბრალოდ ის იყო დიდი ხნის აღებული და გაცრეცილი, ხოლო მეორე შემთხვევაში დაფიქსირდა ხარვეზი - პირადობის მოწმობის შეუმოწმებლობა. დიდუბის #11-ე უბანზე იმყოფებოდა უფლებამოსილი პირი არასამთავრობო ორგანიზაციიდან - „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“; ის უბნის შესასვლელთან ამომრჩეველთა მონაცემებს ამუშავებდა; საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე მიიღო ზომები და აღნიშნულ პირს დაატოვებინეს უბანი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა