logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მივმართავთ შსს-ს, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს არა მხოლოდ ამ პირთა მიმართ, არამედ იმ პირთა მიმართაც, რომლებიც დგანან ამ სქემის სათავეში
ირაკლი კობახიძე: მივმართავთ შსს-ს, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს არა მხოლოდ ამ პირთა მიმართ, არამედ იმ პირთა მიმართაც, რომლებიც დგანან ამ სქემის სათავეში
14:22 28.11.2018
რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემის შემთხვევებთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს კიდევ ერთხელ მიმართავს და აფრთხილებს მათ, რომ ეს სისხლის სამართთლის დანაშაულია.

„როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობა შეაშინა ჩვენს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსთავში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იქ გამოვლინდა გაყალბების სისტემური მცდელობა, კერძოდ ჩვენ ავღნიშნეთ, რომ 7 პირი ცდილობდა ე.წ. ორმაგი მარკირებით მიეცათ ხმა საარჩევნო უბნებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სახელებს და გვარებს, ესენი იყვნენ: მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თურაშვილი, ეთერი მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე, გიორგი გელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე და ქსენია თავგორაშვილი. ამას დაემატა კიდევ რამდენიმე სახელი და გვარი, ასევე რუსთავიდან: მანანა ჩიტაძე, რომელიც ასევე ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას, ნინო ცერცვაძე, ასევე ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას და დანიელ თუნგია, ასევე ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავში მოქმედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს.


„მთელი ქვეყნის მასშტაბით მივმართავ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ გიბიძგებენ თქვენი ლიდერები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ. აქედან გამომდინარე, ვაფრთხილებთ ყველას, დანაშაულს ექნება შესაბამისი რეაგირება კანონის მთელი სიმკაცრით, აქედან გამომდინარე ყველას ვაფრთხილებთ, თავი უნდა შეიკავონ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რუსთავში დაფიქსირებული ათზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან.

„კიდევ ერთხელ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს არა მხოლოდ ამ პირთა მიმართ, არამედ იმ პირთა მიმართაც, რომელბიც დგანან ამ სქემის სათავეში. რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. ეს არის საარჩევნო ხმის მოპარვა, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა