logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება“
თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება“
20:40 27.11.2018
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამართულ პანელურ დისკუსიაში თემაზე: „გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება“.



თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა ორი წლის განმავლობაში პარლამენტის მიერ გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ამავე მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.



„ამ ორი წლის განმავლობაში პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო კონკრეტულად გენდერულ ძალადობის აღმოსაფხვრელად. განსაკუთრებით გამოსაყოფია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და მასთან თანდართულ ოცზე მეტ კანონში შესული ცვლილებები. ამ ცვლილებებმა გაამკაცრა სახელმწიფოს მიდგომა გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.



მისივე თქმით, გარდა ამისა, კიდევ არაერთი ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში, რომელიც შეეხება მაგალითად, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის წესებს იმისთვის, რომ მსხვერპლებს არ ჰქონდეთ ბარიერები და შეძლონ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობა მიუხედავად იმისა, როგორია მათი ფინანსური მდგომარეობა.



თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის მეორე კომპონენტი არანაკლებ მნიშვნელოვანია და ეს არის ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებასთან საუბარი იმაზე, რატომ არ შეიძლება შევეგუოთ ოჯახში ძალადობას, თუ გენდერული ნიშნით ძალადობას.



„ცნობიერების ასამაღლებლად გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯები, სხვადასხვა შეხვედრები, რომლებიც ჩვენი პარტნიორების, ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით იმართება რეგიონებში, ჟურნალისტებთან და ა.შ. ვფიქრობ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმიანობაა, ვიდრე საკანონდებლო ცვლილებების განხორციელება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.



თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული.



„აღნიშნული დეპარტამენტის ჩამოყალიბებამ შექმნისთანავე დაამტკიცა რამდენად საჭირო და აუცილებელი იყო მისი შექმნა იმისთვის, რომ კანონმდებლობის დონეზე გაწერილი სხვადასხვა ვალდებულებები და შეზღუდვები რეალურად ცხოვრებაში გატარებულიყო და ჰქონოდა ის გავლენა, რა გავლენაც ამ ყველაფერს უნდა ჰქონოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რომელიც რეალურად ხელშესახებ შედეგს აძლევს იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ასეთი ძალადობის ქვეშ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, გენდერული თანასწორობის საბჭომ გააკეთა კანონმდებლობის ძალიან დეტალური, სიღრმისეული და ფართომასშტაბიანი ანალიზი გენდერულ თანასწორობის კუთხით და ამ კვლევაში გაანალიზდა რა საკითხები რჩება რეგულაციების მიღმა და დამატებით რა ტიპის ცვლილებების შეტანაა აუცილებელი კანონმდებლობაში.



„გამოვყავით ორი საკითხი - ფემიციდი, როგორც ყველაზე მძიმე კატეგორია გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის და სექსუალური შევიწროება. ორივე მიმართულებით საბჭოს სხვადასხვა აქტივობები ჰქონდა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.



სამომავლო გეგმებზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობისთვის გენდერულ კვოტების მიღებაზე და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობაზე.



„გვაქვს ბევრი სხვა გეგმა, რომელიც შეეხება როგორც საზედამხედველო, ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.



პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტის (EU supportig the Inter-Agency Commission on Gender Equality) ხელმძღვანელმა, პატრიცია როსა გარსია.



ღონისძიება ჩატარდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი ყოველწლიური კამპანიის ფარგლებში.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის