logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და პროვოკაციებისგან
ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და პროვოკაციებისგან
20:25 27.11.2018
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს " აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებამ პირველი ტურის ანალოგიურად, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა მეორე ტურშიც შეძლო.

ირაკლი კობახიძის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთავრდება საარჩევნო კამპანია.

ჩვენ პირველი ტურის ანალოგიურად, მეორე ტურშიც შევძელით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის მცდელობისა, განეხორციელებინათ სიტუაციის ესკალაცია და შეექმნათ აგრესიული ფონი არჩევნების მეორე ტურში ისევე როგორც პირველ ტურში, ჩვენ შევძელით აგრესიის პრევენცია და არსებითად მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება.

ეს არის, უპირველეს ყოვლისა, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას 2012 წლიდან პირნათლად ვასრულებთ . თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ჩვენ ამ მიღწევას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.
პირველი ტურის შემდეგ, დაფიქსირდა საარჩევნო დარღვევების ინდივიდუალური შემთხვევები სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, რომლებიც მთლიანობაში ვერ ახდენს რაიმე არსებით უარყოფით გავლენას საერთო სურათზე.

ახლა, ბუნებრივია, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, არჩევნების დღეს, ხვალ, 28 ნოემბერს, ამომრჩევლისთვის თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა სუბიექტს, გამოავლინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და პროვოკაციებისგან.
ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მოთმინება და არ წამოეგონ პროვოკაციებს, რა ფორმითაც არ უნდა განხორციელდეს ისინი.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრული მობილიზაციით უზრუნველყონ კანონის დაცვა საარჩევნო პროცესში.

ვთხოვთ დამკვირვებლებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მაქსიმალურად ფართო მონიტორინგი. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი კიდევ ერთხელ მათ თანადგომისთვის.
ხვალ ჩვენ ვაკეთებთ პრინციპულ არჩევანს.

ჩვენი ქვენისთვის ეს არის კიდევ ერთი პრინციპული, კიდევ ერთი ღირსების არჩევნები.
ეს არის არჩევანი სიცრუესა და სიმართლეს შორის, ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, ძალადობასა და ღირსებას შორის, საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის.

დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს.
ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. სწორედ თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დამაჯერებელი იქნება ჩვენი გამარჯვება“-აცხადებს ირაკლი კობახიძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა