logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებისთვის ემზადება
მამუკა მდინარაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებისთვის ემზადება
18:18 27.11.2018
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ პროვოკაციებს გეგმავს.

მამუკა მდინარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს პროვოკაციულ გამოხტომებს. მთელი დღის განმავლობაში მისი მედია-საშუალებიდან იღვრება უამრავი ტყუილი. საზოგადოებას ვთხოვ, რომ ყურადღებით მოუსმინონ მათ მიერ გახმოვანებულ ინფორმაციებს და პროვოკაციებს არ წამოეგონ. ისევე როგორც, ნებისმიერ ამომრჩეველს, ნებისმიერ მოქალაქეს ვთხოვ ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე ნუ წამოეგებიან.
ასევე, მინდა მივმართო ჩვენს აქტივს, „ქართული ოცნების ჯარისკაცებს“: ისინი აქტიურად არიან არჩევნებში ჩართულნი. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მედია-საშუალება აქვეყნებს ინფორმაციას, თითქოს კოორდინატორთა მიერ მხარდამჭერთა მობილიზებისთვის გადადგმული ნაბიჯები არის უკანონო, რაც აბსოლუტური სიცრუეა.

ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს აბსოლუტურად კანონიერად აქვს ასეთი სიები მოპოვებული. ამ სიებთან დაკავშირებით მათ შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ, მათ შორის, მოახდინონ იმ ამომრჩევლების აღრიცხვა, რომლებიც, მათივე ინფორმაციით „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, ,,ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უჭერენ მხარს. ამიტომ, ამაში არაკანონიერი არაფერია და იმოქმედონ თავისუფლად, იმოქმედონ თამამად და ნუ წამოეგებიან პროვოკაციებს, რომლებიც ამ სიებთან არის დაკავშირებული.

როგორც ჩვენ პირველ ტურში ვაცხადებდით, მეორე ტურისათვის „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცემული აქვთ ბრძანება, დავალება თავის აქტივზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა საარჩევნო დარღვევები, მათ დაწერონ საჩივრები. ისინი აცხადებენ ამ დღეების განმავლობაში, რომ მათ საიტზე უნდა აიტვირთოს საჩივრები და აქვთ სპეციალური საიტი ამისთვის.

ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ერთ-ერთ მათ წარმომადგენელს, მარინა ჭკადუას დაწერილი აქვს საჩივარი, რომ ხვალ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დარღვევა - მარკირების გარეშე ადამიანის შეშვება. ამასთან დაკავშირებით ათასგვარ თავისმართლებას შეეცდებიან, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა დარღვევა, ისინი აპირებენ ბევრი საჩივრის დაწერას და ესეც არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ემსახურება.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია და ბუნებრივია, ეს ისედაც ჩანს საინფორმაციო საშუალებებითაც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება პროვოკაციებისთვის. დღეს მათ აღჭურვეს თავისი აქტივისტები ჩამწერი მოწყობილობებით, ეს არის მათი სტილი და ამას თავს ვერ ანებებენ, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ თითოეულ მოქალაქეს, ეს იქნება რიგითი ამომრჩეველი, თუ ჩვენი აქტივისტი, რომ მათაც შეუძლიათ ნებისმიერი ასეთი პროვოკაციის შემთხვევაში გადაიღონ და მიაწოდონ ჩვენ შტაბებს ინფორმაცია. გადაიღონ ნებისმიერო მცდელობა პროვოკაციისა, რომელთაც აუცილებლად ექნება ადგილი ნებისმიერი ლოგიკით ხვალ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან. ჩვენ თითოეულ პროვოკაციაზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, თუმცა, ასევე ვთხოვთ, რომ პროვოკაციაზე ისინი ნუ წამოეგებიან.

ხვალ საქართველო აკეთებს პრინციპულ არჩევანს, ჩვენ გვექნება დემოკრატიული, გამჭირვალე არჩევნები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის შემდგომ. ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აღებული და ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, ტესტი იმისა, რომ საქართველოში არსებობს დემოკრატია და ეს საკითხი ვერასდროს გადაიხედება, რაც არ უნდა მარგინალური ძალა ცდილობდეს პროვოკაციის მოწყობას და ამ ფონზე არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას “-აცხადებს მდინარაძე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა