logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ზაალ ანჯაფარიძე: რევოლუციურ სცენარს, მითუმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს
ზაალ ანჯაფარიძე: რევოლუციურ სცენარს, მითუმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს
17:27 27.11.2018
„არჩევნების მეორე ტურზე, ოპოზიციის მხრიდან აქცენტის გადატანა არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ ამით თუ შეძლებენ „რევოლუციური სცენარისათვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრამდე საჯარო სივრცეში უკვე იმდენი დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ბინძური პოლიტტექნოლოგიების ინსტრუმენტები და მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მუქარა დაგროვდა, რომ ეს არჩევნები ამ კუთხით, თამამად შეიძლება რეკორდსმენად ჩაითვალოს.

„გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებაზე სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან ერთად, უმთავრესი პასუხისმგებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის საოლქო და საუბნო კომისიებს ეკისრებათ. ბუნებრივია რომ 28 ნოემბერს სწორედ ცესკო იქნება მომეტებული ყურადღების, მათ შორის არაჯანსაღი ყურადღების და შესაძლოა, დარტყმის ობიექტი”, - განაცხადა ანალიტიკოსმა, რომლის აზრით, პირველ ტურში არსებული მცირე ხარვეზების მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკოს მუშაობა ძირითადად დადებითად შეაფასეს.

„არავინ დავობს, რომ უკიდურესად დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ატმოსფეროს პირობებში, რომელსაც უპირველეს ყოვლისა, ხელი ოპოზიციამ, კერძოდ კი „ნაცმოძრაობამ“ და მის ირგვლივ დაჯგუფებულმა წვრილმა პარტიებმა და პერსონებმა შეუწყვეს, ამ არჩევნბზე აქა იქ იფეთქეს ძალადობის აქტებმა, რაც ნამდვილად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეაგირება დარღვევებზე მყისიერი იყო. ამის თვალსაჩინო მაგალითია, რეაგირება სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებაზე ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის შესახებ, რომლის შემდეგ მათ თავდაპირველი შეტევითი ტაქტიკიდან გადახვევა და უკან დახევა მოუწიათ“ - აღნიშნა ზაალ ანაჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, თუ რამდენად ჯდება ცივილური საარჩევნო პროცესის ფარგლებში, არჩევნების წინა დღეს ის, რომ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ფაქტობრივმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ღიად, საჯარო ვიდეომიმართვის სახით დაანონსა საპროტესტო აქციები და გადატრიალებისკენ მოწოდება, თუ მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამარცხდება.

ანალიტიკოსი ხელისუფლებას ურჩევს, უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოს საარჩევნო პროცედურების და სტანდარტების მაქსიმალური დაცვა, რათა ყველაზე უფრო სკეპტიკურმა და მიკერძოებულმა დამკვირვებელმაც ვერ შეძლოს რაიმე კრიტიკულის დაწერა.

„ხელისუფლებამ უფრო ინტენსიური კონტაქტი უნდა დაამყაროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მუდმვ რეჟმში მიაწოდოს ინფორმაცია. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროვოკაციების აღკვეთა და საუკეთესო შემთხვევაში მათი პრევენცია. თუმცა, პროვოკაციების ალბათობა სამწუხაროდ საკმაოდ მაღალია. მე მაინც ვფიქრობ, რომ რევოლუციურ სცენარს, მითუმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს”,- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის