logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: მეორე ტური და საერთაშორისო შეფასებები ადასტურებს, რომ საქართველო მომწიფებული დემოკრატიისკენ მიდის
დავით ზალკალიანი: მეორე ტური და საერთაშორისო შეფასებები ადასტურებს, რომ საქართველო მომწიფებული დემოკრატიისკენ მიდის
17:16 24.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „კვირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების შუა კვირაში დანიშვნასა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა მიერ გამოთქმული სპეკულაციების შესახებ ისაუბრა.

მისი შეფასებით, არჩევნების თარიღის შუა კვირაში დანიშვნასა და საქართველოს 600,000 მოქალაქისთვის ფინანსური ვალდებულებების განულებისშესახებ ევროპარლამენტარებს არასწორი ინფორმაცია გააჩნიათ.

კერძოდ, ევროპარლამენტარების ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის თარიღი დაინიშნა სამუშაო დღეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან არჩევნების დღე, არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ზუსტად ორი კვირის თავზე დაინიშნა და ის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უქმედაა გამოცხადებული.

ამასთან, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრა დილის 8-დან ღამის 12 საათამდე იქნება შესაძლებელი. მინისტრის თქმით, არჩევნების შუა კვირში დანიშვნა არ არის უპრეცენდენტო ფაქტი, ვინადიან საპარლამენტო არჩევნები 2008 და 2012 წლებშიც სწორედ ორშაბათს და ოთხშაბათს გამოცხადდა. როგორც ზალკალიანმა განაცხადა, უპრეცენდენტოა უფრო ის ფაქტი, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტის გამოსავლენად მეორე ტური დაინიშნა, „და სწორედ ეს ფაქტი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები არის ურყევი დასტური იმისა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა გაძლიერებისა და საარჩევნო პროცესების კუთხით საქართველო თანმიმდევრულად მიდის მომწიფებული დემოკრატიისკენ“ - განაცხადა ზალკალიანმა.

600,000 მოქალაქისთვის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ზალკალიანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე ბევრად ადრე იქნა მიღებული, ამიტომ ის არ უნდა იქნას განხილული არჩევნების კონტექსტში. კერძოდ, პირველად მამუკა ბახტაძემ ამა წლის მაისში, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის რანგში, ხოლო აგვისტოში, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, მთავრობის დამტკიცებისას, ისაუბრა ამ პრობლემის შესახებ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე ბევრად ადრე გააჟღერა აღნიშნული პრობლემის მოგვარების აუცილებლობა ქართული ოცნების თავმჯდომარემაც. ზალკალიანის შეფასებით, არ შეიძლება მოსყიდვად ჩაითვალოს მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ მიმართული ზომა, მით უფრო, თუ ის ხორციელდება საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდაჭერით და არა საბიუჯეტო სახსრებით. მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციის უნისეფის კვლევაც დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც: „სიღარიბის გამო, 700 000 მეტი ადამიანია ეკონომიკის გარეთ და მათ არ შეუძლიათ თავინათი აქტიურობით მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკის განვითარებაში“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით „შავი სიის“ გაუქმება და ამ ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერა ეკონომიკის განვითარებას ემსახურება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო