logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბოტოქსში გადახდილი 400 ათასი ლარი-რამდენს ხარჯავდა სააკაშვილი კოსმეტიკური პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან
ბოტოქსში გადახდილი 400 ათასი ლარი-რამდენს ხარჯავდა სააკაშვილი კოსმეტიკური პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან
17:32 23.11.2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ხარჯების შესახებ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი საკუთარ ვიდეობლოგში საუბრობს და აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სააკაშვილი ბიუჯეტის ფულს საკუთარი სიამოვნებისთვის არცთუ მომჭირნედ ხარჯავდა.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ შალვა რამიშვილის ბლოგის ტექსტურ შინაარსს:
“დავიწყოთ იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიშამ ჩვენს ხარჯზე ესპანეთიდან „პოვარი“ გამოიწერა. უქირავა მას ბინა, თარჯიმანი და ეს მხოლოდ ერთ თვეში, 18 ათასი ლარი დაჯდა. ეტყობა მერე სააკაშვილს ეს „პოვარი“ არ „დაევასა“ და ისიც მალე გაქრა, ისევე როგორც გაუჩინარდა 18 ათასი ლარი ჩვენი ჯიბიდან.

ამის გარდა, მიშამ, დავით ბაქრაძემ (მაშინ ჯერ კიდევ ერთ ოჯახში რომ იყვნენ) და ვარშალომიძემ გასეირნება მოაწყვეს ტაილანდის კურორტ ფუკეტზე. არანაირი სამიტი ან საქმიანი შეხვედრები იქ არ მიმდინარეობდა. ეს „იმენნა“ ფეშენებელური კურორტია, სადაც ხალხი გასართობად და საკაიფოდ ჩადის. მათი ორი დღის გულაობა ჩვენ 90 ათასი ლარი დაგვიჯდა, თუმცა გაცილებით იაფი დაგვიჯდებოდა, ჩვენს ზარმაც მიშას რომ დროზე „გამოესხა“ ნომრიდან და ხარჯს გვიანი „ჩექაუტის“ თანხაც არ დამატებოდა.

კიდევ ერთი ფაქტი: 2012 წლის მიწურულს და ახალი წლის დამდეგს, მიშა და „კამანდა“ - დიდი „ნაც სასტავი“ მაშ შორის ხაბაზი, მარიამ საჯაია და კიდევ ბევრნი, ჩვენს ჯარისკაცებთან ჩავიდნენ ავღანეთში. რა თქმა უნდა, ეს მიშას პიარ-აქცია იყო. მისი პრეზიდენტობა იწურებოდა, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იყო და მიშასაც მხოლოდ მსგავსი თამაშობები აინტერესებდა.

საქმე კი ისაა, რომ მიშა და ეს მთელი „ნაცდელეგაცია“ უკან კი არ დაბრუნდა თბილისში, დუბაიში გაჩერდნენ, ძალიან მაგარ სასტუმროში დაბინავდნენ და მოლხენა გააგრძელეს. ეს ვოიაჟი იცით ჩვენ რამდენი დაგვიჯდა? 236 ათასი ლარი... და იცით რატომ? იმიტომ, რომ ეს „პატრიოტი“ ხალხი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს მეომრებთან ერთად ჯარისკაცების სუფრასთან იჯდა, ერთ მიძღომაში 7 ათას დოლარზე მეტს ხარჯავდა და აგერ ამის დამადასტურებელი ჩეკიც...

თავის შვილზე რომ ლაპარაკობს, ამ თავხედს ის ავიწყდება რომ სწორედ ჩვენ ვუხდიდით მის შვილს სწავლის ფულს კერძო სკოლაში. ნახეთ საბუთი, რომლის თანახმადაც ამ სკოლას 14 ათასი ლარი გადაერიცხა.

მაგრამ რასაც ახლა გაჩვენებთ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. იმ 8 მილიონიანი გაფლანგვის საქმეში, რასაც ახლა რატომღაც „კოსტუმების საქმე“ დაარქვეს და რომელზეც მიშას „სროკი“ აქვს მისჯილი, ესეც დევს: ირკვევა, რომ 2009-2012 წლებში, მიშას და მისი გარემოცვის კოსმეტიკურ პროცედურებში, კერძოდ ბოტოქსში, 673 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა. აქედან, უშუალოდ მიშას ბოტოქსზე 400 ათას ლარამდე დაიხარჯა. კერძოდ, მან საზღვარგარეთ, სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ბოტოქსის და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად. არის ამის კონკრეტული დოკუმენტები, კლინიკის მიერ გამოწერილი დოკუმენტები და ქვითრები.

შეგახსენებთ, რომ პირადი ფუფუნებისთვის განკუთვნილი კიდევ უამრავი ხარჯი, დაცვის სამსახურის გასაიდუმლოებული ბიუჯეტიდან არის გასული. ამ დოკუმენტაციას გრიფი საიდუმლო მხოლოდ იმიტომ ედო, რომ ის საჯარო არ ყოფილიყო“-აცხადებს რამიშვილი.

წყარო: NSP.GE


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა