„გელაპ ინტერნეიშენალის“ კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს მხარს 52%, გრიგოლ ვაშაძეს კი - 48% უჭერს
„გელაპ ინტერნეიშენალის“ კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს მხარს 52%, გრიგოლ ვაშაძეს კი - 48% უჭერს
15:31 23.11.2018
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გელაპ ინტერნეიშენალმა“ კვლევა ჩაატარა.

კვლევების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რომ ტარდებოდეს, მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 52% დაუჭერდა მხარს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 48%.

კვლევა, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.
ბეჭდვა