logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გუგული მაღრაძე საერთაშორისო კონფერენციის „მედიაციის დღეები 2018“ ერთ-ერთ პანელს მოდერატორობდა
გუგული მაღრაძე საერთაშორისო კონფერენციის „მედიაციის დღეები 2018“ ერთ-ერთ პანელს მოდერატორობდა
14:06 22.11.2018
საერთაშორისო კონფერენციაზე - „მედიაციის დღეები 2018“ - საქართველოში მედიაციის განვითარების პერსპექტივები განიხილეს, რომელიც თბილისში გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციას ასზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის მედიაციის წამყვანი ექსპერტები, მეცნიერები, პრაქტიკოსები დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ავსტრიიდან, ისლანდიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდებით დაინტერესებული ქართველი სპეციალისტები სამართალდამცავი ორგანიზაციებიდან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებიდან, მეცნიერები და სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მედიაციის გამოყენების გაზრდა საქართველოს და ევროკავშირის შეთანხმების ნაწილია. სხვადასხვა პროექტების მეშვეობით ევროკავშირი მხარს უჭერს სამართლიანი და ეფექტური მედიაციის განვითარებას საქართველოში, რაც რეალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს სწრაფად და მეგობრულ გარემოში მოაგვარონ არსებული დავები ისე, რომ დავის ორივე მხარე მოგებული დარჩეს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სადისკუსიო პანელები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გენდერი მედიაციაში, კოლექტიური შრომითი დავები, მედიაციის გამოყენება არასრულწლოვან დამნაშავეებთან, საჯარო სამსახურში მედიაციის დანერგვის პერსპექტივები.

პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, გუგული მაღრაძე მოდერატორობას უწევდა პანელს „გენდერი მედიაციაში“.

ბრიტანელმა ექსპერტმა, შეილა ბეიტსმა შეკრებილთ გააცნო დიდი ბრიტანეთის გამოცდილება მედიაციაში გენდერული ფაქტორის მნიშვნელობის და სპეციფიკის შესახებ. მისი თქმით, ქალი მედიატორები უპირატესად მუშაობენ კონფლიქტების მოგვარებაზე, ოჯახურ დავებზე, ჯანდაცვასთან, მშენებლობებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავების მოგვარებაზე, მაშინ როცა ბიზნეს და კომერციულ დავებში მამაკაცები უფრო არიან წარმოდგენილი როგორც მედიატორები.

შეილა ბეიტსმა აღნიშნა, რომ არის გარკვეული განსხვავებები ქალ და მამაკაც მედიატორებს შორის სხეულის ენის, ხმის ტემბრის, ემპათიური უნარების განსხვავებულად გამოყენების მხრივაც. ასევე აღინიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში მედიაციის სფეროში უფრო არსებობს ასაკობრივი, ვიდრე გენდერის პრობლემა, რადგან მედიატორები ნაკლებად არიან ახალგაზრდები და ძირითადად ამ სფეროში მუშაობენ 50 და მეტი ხნის ადამიანები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორებმა, ლია სანიკიძემ და კონსტანტინე გელაშვილმადამსწრეთ გაუზიარეს ის პრაქტიკული გამოცდილება, რაც არსებობს დღეისთვის სასამართლო მედიაციაში გენდერულ ფაქტორთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრმა, ქეთევან ჭუმბაძემ, თავის პრეზენტაციაში წარმოადგინა მშვიდობის მშენებლობაში ქალების მონაწილეობის საერთაშორისო პრაქტიკა და ჟენევის მოლაპარაკებებისათვის ქალების ჩართულობის მნიშვნელობა.

გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მედიაციის განვითარება საქართველოში ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, მისი დანერგვა უპირველესად დამოკიდებულია ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე: უშვებს თუ არა ხელისუფლება იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში არსებობდეს დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმი და არ იყოს ამისთვის ერთადერთი მექანიზმი სასამართლო ხელისუფლების სახით. გუგული მაღრაძეს, როგორც პარლამენტის წევრს და, ასევე, თსუ-ს კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის და მედიაციის კლინიკის ხელმძღვანელს, მედიაციის განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამართალდამცავ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან და სამეცნიერო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მომზადებულია და უახლოეს მომავალში პარლამენტში ინიცირებული იქნება „კანონი მედიაციის შესახებ“, რაც გზას უხსნის მედიაციის ინსტიტუტის ფართოდ დანერგვას საქართველოში.

„ეს კი, თავის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისა, რამდენადაც მედიაცია გულისხმობს მოქალაქეთა ფართო ჩართულობას დავების გადაწყვეტის პროცესში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მან გაიხსენა, რომ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგებს აბსოლუტური მიუღებლობა ჰქონდათ საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის შემოღებისადმი.

„ეს სრულიად გასაგებია მაშინდელი ხელისუფლების ავტოკრატიული ხასიათიდან გამომდინარე. სწორედ ის, რომ 2014 წლიდან გადაიდგა პირველი ნაბიჯები სასამართლო მედიაციის დანერგვისაკენ და მედიაციის კანონის მიღების შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდება მედიაციის გამოყენება სხვადასხვა სფეროში, მოწმობს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ქვეყანაში“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც სამოქალაქო მედიაციაზე, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე მედიაციის გამოყენების შესაძლებლობებზე. კონფერენციის დასასრულს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქართველ მედიატორებთან, რომელსაც უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი, მედიაციის აკადემიის დამფუძნებელი, ალედ დეივისი.

კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია (ILO), ასევე დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს მთავრობა - UK aid საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ფარგლებში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა