logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები
სალომე ზურაბიშვილი: როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები
16:39 21.11.2018
როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ტექნოპარკში“ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, „ტექნოპარკი“ ამისთვის კარგი წამოწყებაა.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ამდენ ახალგაზრდასთან შეხვედრა, თანაც იმ ადგილზე, სადაც ადრეც ვარ ნამყოფი სხვადასხვა რეგიონში. ეს არის ძალიან კარგი წამოწყება და საინტერესო, თუმცა არ არის საკმარისად გაპიარებული. ყველაახალგაზრდა უნდა მოდიოდეს ამ ცენტრში, სადაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა არის სიახლეების გაცნობისთვის და თავადაც შემოიტანონ თავიანთი ინიციატივები. ჩემი აზრით ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აკლია ამ ქვეყანას. ინიციატივა, სიახლის შემოტანა, თავისუფალი აზროვნება და პასუხისმგებლობის ის შეგრძნება, რომელიც არის გამოყოფილი თავისუფლებისგან. ჩვენ ამას ნელ-ნელა ვეჩვევით. მე მგონია, რომ ჩემი, როგორც მომავალი პრეზიდენტის ვალია, გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რაც მე ვიცი ამ კუთხით, თავისუფალი მენტალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ამ სივრცეში დამკვიდრებული.

ახალგაზრდობაში მეგონა, რომ ქვეყნის გარდაქმნა უფრო მალე იქნებოდა, დღეს კი ბოლოსკენ გავდივართ. მაგალითად, ეს საარჩევნო კამპანიაც არ არის ის ევროპული სტილის, რომელსაც მალე მინდა, ვეზიაროთ. ეს ჯერ კიდევ არის საბჭოთა იმ მენტალობისა და მეთოდების გამოხატულება, რომელიც სადღაც კიდევ არის ჩაბუდებული.

მაგრამ, მგონი, ამ ყველაფერს დავძლევთ, გადავალთ ახალ ეტაპზე. ეს თქვენი მომავალია, თქვენ უნდა გადახვიდეთ ამ ახალ ეტაპზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მომავალში უნდა მოხდეს მსჯელობა, რა რესურსით შეიძლება, პრეზიდენტი ახალ თაობას დაეხმაროს.

„ვინც საზღვარგარეთ სწავლობს და ბრუნდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ახალი სუნთქვის შემოტანაში შეაქვთ წვლილი, მაგრამ აქ მაცხოვრებელი ახალგაზრდებს ყველაზე დიდი წვლილი აქვთ, რომ აქ ერთად დავაარსოთ ის ახალი, თანამედროვე საქართველო, რომელზედაც მე დიდი ხანია ვოცნებობ და ალბათ, თქვენც, მაგრამ ეს თქვენი გასაკეთებელია.
მე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პრეზიდენტი, ვიქნები ნოვაციების ხელშემწყობი. მე, წინა პერიოდში არაერთხელ დავესწარი დაჯილდოებებს, სადაც ახალგაზრდები ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მუშაობდნენ და შემდგომ წარადგენდნენ თავიანთ ნამუშევრებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქედან მოდის კერძო ინიციატივა, რაც შემდეგაც შეიძლება, გადავიდეს კერძო საწარმოში. ჩვენი ერი არის ძალიან ნიჭიერი და სწორედ ეს არის ქვეყნის ყველა ნიჭის გაშლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ნიჭს უნდა მივცეთ მეტი გასაქანი. მომავალში უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ, რანაირად და რა რესურსებით შეიძლება პრეზიდენტი იყოს ჩართული და დაეხმაროს ამ ახალ ტალღას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა