logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილებს მიმართავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილებს მიმართავს
10:54 20.11.2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილი თანამემამულეებისადმი მიმართვას ავრცელებს.

“25 წელია რაც თითოეული ჩვენთაგანი დევნილის ხვედრით ვცხოვრობთ. მთელი ამ წლების მანძილზე გვიწევდა გამკლავება, ერთის მხრივ საკუთარი სახლებიდან გამოდევნის ტკივილის და მეორეს მხრივ, დევნილობაში ღირსეული საარსებო პირობების არქონისადმი. ბევრი რამის გადატანა მოგვიწია, შიმშილით დაწყებული და არაადამიანური მოპყრობით დამთავრებული, რომლის ავტორები იყვნენ ის პირები, რომელთა მოვალეობას ხალხზე ზრუნვა წარმოადგენდა. ძნელია დაივიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მანქანის ძარაზე იძულებით „შეყრილი“ ადამიანების და მათი მიმოფანტული ნივთების ფოტო თუ ვიდეო კადრები და ფოცხო-ეწერსა და სხვა ადგილებში „გადასახლებები“, ვითომ გარემონტებული ფართები და საარსებო გარემოს სრული უქონლობის პირობებში ბედის ანაბარად მიტოვებული „რეპრესირებულები“, ხმის ამოღებისა და პროტესტის გამოხატვისათვის ფიზიკური ანგარიშსწორებით ლამის დაინვალიდებული ადამიანები, დაშინებებით მიღებული ხმები არჩევნებზე და ღირსებაშელახული ამომრჩევლები. დევნილების თემა ხომ ყოველთვის წინასაარჩევნოდ „ხდებოდა აქტუალური“ და არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებას მიეცემოდა ხოლმე.

მიუხედავად ამდენი სიმწარისა, დევნილები ყოველთვის ვიყავით სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი და 2012 წლის არჩევნებზე, ცივილიზებულად ვუთხარით უარი დემოკრატიულ ფასეულობებთან არათავსებად ხელისუფლებას, რითაც საქართველოს ისტორიაში მორიგი ფურცელი გადავშალეთ. დემოკრატიული განვითარების ახალ გზაზე დავდექით, რომელიც შეიძლება ნელი ტემპით, მაგრამ ნამდვილი დემოკრატიული ხარისხით ვითარდება, ყოველი ჩვენთაგანის მონაპოვარია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. წარსულს ჩაბარდა დაშინებები, გადასახლებები, ნიველირებული ადამიანის უფლებები.

მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს დევნილებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ადრე თუ დევნილები ლამის „გეტოებში“ ცხოვრობდნენ, დღეს ადგილობრივ თემებში ინტეგრირებულნი, სოციალური ყოფის სრულფასოვანი წევრები არიან. ესეც დიდი მონაპოვარია.

რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია და სამთავრობო პროგრამებით გათვალისწინებული სიკეთეები ჯერ კიდევ ვერ იგრძნო საკუთარ თავზე ბევრმა დევნილმა, მაგრამ მათზე რეაგირება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამის მოწმეებიც თავად დევნილები არიან და მუშაობის შედეგებსაც ყველა იძულებით გადაადგილებული პირი დღესაც ხედავს და ხვალაც დაინახავს.

დღეს, როდესაც არჩევანის წინაშე ვდგავართ, უნდა გავითვალისწინოთ წინა გამოცდილება და დღევანდელი რეალობა, რომელთა შორის განსხვავების არ დანახვა მიუტევებელი შეცდომა იქნება. დღეს, გაცილებით უფროა დაფასებული დევნილი, ვიდრე წინა პერიოდებში და ამ მონაპოვრის გაფლანგვა დაუშვებელია.

28 ნოემბერს, ქვეყანა საჭიროებს ყოველი ჩვენთაგანის მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას და აქტივობას. ნდობის გამოცხადებას ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ - სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ტანდემში იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებულ სამთავრობო პროგრამასთან და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი უმთავრესი ტკივილის - ჩვენს საკუთარ სახლებში დაბრუნებაში. ამ მიმართულებით, ქვეყანა 2012 წლიდან შეიძლება „ნელა მიიწევს წინ, მაგრამ არასოდეს არ გადაუდგამს ნაბიჯი უკან“ და მოგიწოდებთ თითოეულ თქვენთაგანს, გააზრებულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებმა გააკეთოთ თქვენი პრინციპული არჩევანი საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენი არჩევანი გამოავლენს ჩვენს პოლიტიკურ სიმწიფეს და კულტურას,” - ნათქვამია განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა