logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძე საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა
გივი მიქანაძე საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა
10:30 20.11.2018
საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის შეხვედრისას.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების საკითხებს შეეხნენ და ცოტა ხნის წინ, საქართველო-პოლონეთს შორის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

როგორც შეხვედრაზე გივი მიქანაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, მნიშვნელოვნად ვითარდება თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის აპარატსა და პოლონეთის სეიმის კანცელარიას შორის, რასაც მოწმობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის ივლისში მოეწერა.

გივი მიქანაძის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში პარლამენტის აპარატის დელეგაციამ ვარშავაში საქმიანი შეხვედრები გამართა, სადაც სეიმის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის გაცნობა და შესწავლა მოხდა.

შეხვედრაზე გივი მიქანაძემ პოლონელ დიპლომატს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნულ ქსელში პოლონეთის სეიმის და სენატის კანცლერების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარიუშ მაშკიევიჩი პარლამენტის აპარატის უფროსის ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის შეთავაზებული ფორმატი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის შექმნის ერთ-ერთ ინიციატივა, შვედეთთან ერთად, სწორედ პოლონეთის სახელმწიფოს ეკუთვნოდა.

შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსი, პარლამენტის თბილისის სასახლის რეკონსტრუქციულ სამუშაოების მიმდინარეობას შეეხო. აღინიშნა, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ პარლამენტის სასახლე ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში ყველაზე ადაპტირებული შენობა იქნება. გივი მიქანაძემ პოლონელ დიპლომატს მისი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიზნით, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტის საქართველოში მოწვევის წინადადებით მიმართა.

„მომავალი წლის პირველ კვარტალში, მას შემდეგ რაც დასრულდება სარეკონტრუქციო სამუშაოები, მნიშვნელოვანი იქნება პოლონელი ექსპერტის რეკომენდაციების გაცნობა, რაც დაგვეხმარება განვსაზღვროთ თუ რა დაგვჭირდება დამატებითი სერვისების მოძიებაში და მათ ეტაპობრივ განხორციელებაში“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პოლონეთის ელჩი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა და პარლამენტის აპარატის უფროსს ამ მიმართულებით ქმედითი დახმარება აღუთქვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა