logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 29-30 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 29-30 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს
19:30 19.11.2018
მიმდინარე წლის 29 - 30 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. ბიურომ რამდენიმე კანონპროექტთან დაკავშირებით, ინიციატორების თხოვნის შესაბამისად, განხილვის ვადების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

სხდომაზე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, სერგი კაპანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის თარიღით დაინტერესდა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრა მიმდინარე კვირას შედგება.

„შეხვედრასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ამ კვირაშივე შედგება. შეგვიძლია დღესვე შევათანხმოთ თარიღი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სერგი კაპანაძე ასევე დაინტერესდა, როდის განიხილავს პარლამენტი დადგენილების პროექტს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების საკითხს ეხება.

„კომიტეტებში საკითხის განხილვა ხდება ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში. ბიურომ დაადგინა ვადა, რომელიც არ იქნება დარღვეული. შემდეგი კომიტეტის სხდომა როცა ჩატარდება, ეს საკითხი იქნება დღის წესრიგში ჩასმული. ეს არის კანონით დადგენილი პროცედურა“- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია მიესალმება 600 000 ადამიანის გათავისუფლებას ე.წ. „შავი სიიდან“, რომელთა დავალიანებასაც ფონდი „ქართუ“ დაფარავს. მან ფინანსური დახმარების პროექტზე უარისმთქმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მფლობელთა ლუსტრაცია მოითხოვა.

აღნიშნულ საკითხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „ფონდი ქართუ“ მზადაა, აღნიშნული პორტფელის შესასყიდად, კომერციულ ბანკებს გადაუხადოს იმდენი ლარი რამდენიც იქნება საჭირო.

„რამდენიმე თვეა უკვე ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მედიატორი ძალიან აქტიურად არის სახელმწიფო. დღეს დაიდო კონკრეტული შედეგი, რომელიც თქვენ არ გიხარიათ, მაგრამ 600 000 ადამიანს მოუტანს იმას, რომ გაპრობლემებული ვალების გარეშე შეძლებენ ახალი წლის შეხვედრას“, -მიმართა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური საკითხი. „ესპროცესი ჩვენს ყოველ მე-6 თანამემამულეს სრულფასოვნად აბრუნებს ეკონომიკაში. ამიტომ, მაკროეკონომიკურად უმნიშვნელოვანესი საკითხია. 600 000 ადამიანი ფინანსური წნეხისგან თავისუფლდება. ამ საკითხს ასე უნდა შევხედოთ: ვალების ჩამოწერა ხდება, 600 000 ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ეკონომიკურ კვლავწარმოებაში.

თითოეული ეს ადამიანი ჩვენ გვერდით იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ ბუნებრივ პროცესს დაუბრუნდნენ“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი განმარტებით, პროცესი არის ორმხრივი. „ერთი, რომ ვალების ჩამოწერა მოხდება, ამასთანავე, მთავრობა და ეროვნული ბანკი იწყებს მეორე პროცესს - პასუხისმგებლიან დაკრედიტებას. ამ პროცესის დასაწყისი 1 იანვრისთვის გადავიტანეთ. ეს იქნება ვალების არდაგროვების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი ინფორმაციით, ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან მოხდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა