logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
პარლამენტის აპარატის უფროსი საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის აპარატის უფროსი საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
18:18 19.11.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და შვედეთის საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვას დაეთმო პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ულრიკ ტიდესტრომის შეხვედრა.

სამუშაო შეხვედრის დასაწყისში გივი მიქანაძემ შვედ დიპლომატს პარლამენტის აპარატში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების თაობაზე ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, რაც მათ შორის, პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებას გულისხმობს, პარლამენტის აპარატი მომზადებული ხვდება. აპარატის უფროსმა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან დაწყებულ თანამშრომლობასა და იმ აქტივობებზეც ისაუბრა, რომლებიც აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას ითვალისწინებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ულრიკ ტიდესტრომს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების ახლადშექმნილ ქსელის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და შვედეთის ელჩს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყნის წარმომადგენელს, ექვსი ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსის შეთავაზება გააცნო, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტების აპარატის უფროსების და შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხებოდა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტის აპარატის უფროსების მხრიდან შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის მზაობა გამოითქვა. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი ექვსი ქვეყნის პარლამენტის ადმინისტრაციის უფროსის შვედეთში ვიზიტს და ურთიერთობების გაღრმავების ხელშესახები მიმართულებების თაობაზე მსჯელობას ითვალისწინებს. ეს კი თავის მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტების უფროსების ქსელის გაძლიერებას და ამ პროცესში შვედეთის ჩართულობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შვედი დიპლომატი აპარატის უფროსის ინიციატივას მიესალმა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობის მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი პარტნიორული თანამშრომლობის დაწყების შესახებაც ისაუბრეს, რომლის იდეაც, ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შვედეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გახმოვანდა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება სასიკეთო შედეგს მოიტანს ორივე ქვეყნისთვის.

„საქართველოსთვის საინტერესოა ის დიდი გამოცდილება, რომელიც შვედეთის პარლამენტშია დაგროვილი. შვედი კოლეგებისთვის კი მნიშვნელოვანი იქნება ღია პარლამენტის კონცეფციის ქართული მიდგომის გაცნობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ მოდელად შეფასდა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა