ირაკლი სესიაშვილი: "ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პროგრესს კვლავაც მიესალმება
ირაკლი სესიაშვილი: "ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პროგრესს კვლავაც მიესალმება
11:32 18.11.2018
"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ქალაქ ჰალიფაქსში (კანადა), კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას. გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ულლაშმიტმა თავის ანგარიში, რომელიც ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში ადამიანების უფლებების საკითხებს, საქართველო დაასახელა როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში"-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ანგარიში დეტალურად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის ნახსენებია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.

"მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ყველა ქვეყანასთან მიმართებაში მეტნაკლებად კრიტიკულია, მომხსენებლებმა, დაეყრდნო რა საერთაშირისო რეიტინგებს, ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიღწევებს, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპული ღირებულებების დამკვიდრების და მართლსაჯულების რეფორმირების საკითხებში მიღწეულ შედეგებს.
საერთო სულისკვეთებით, ასამბლეამ მრავალჯერად ხაზს უსვამს, რომ საქართველო საერთაშირისო მისებში ჩართულობით რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კონტრიბუტორია"-განაცხადა სესიაშვილმა.

ბეჭდვა