logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდი ძალაა
სალომე ზურაბიშვილი: ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდი ძალაა
19:36 17.11.2018
"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა," – ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე შეკრებილებს.

მისი თქმით, საქართველო არ არის ტიპური აზიური ქვეყანა, სადაც ქალები დაჩაგრულები არიან. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ბევრი ძლიერი ქალია, თუმცა ისინი პოლიტიკაში ნაკლებად არიან წარმოდგენილი.

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის კამპანია, რაც დღეს ყველამ ერთად გავიარეთ, შეიძლება იყოს ერთგვარად იმის ახსნა, რატომ არ არიან ქალები ჩართული პოლიტიკაში ისე, როგორც უნდა იყვნენ. განვლილ რამდენიმე კვირაზე რომ დავფიქრდი, მივედი დასკვნამდე – მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი. ან ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღის, კვირის შემდეგ ჩავთვლიდი, რომ ეს ალბათ ძალიან დიდი და მძიმე ტვირთია. შეიძლება, ვერ გამებედა, რადგან ამ ქვეყანაში ბიჭი რომ გეზრდება, როცა იმას ისმენს, რასაც ამბობდნენ ამ პერიოდში, ალბათ ძალიან ძნელია ქალისთვის, რომ ამას გაუძლოს. მაგრამ ამავე დროს, ვარ ძალიან დიდი იმედით. ჯერერთი, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდი ძალაა ჩემთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახალი პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე იქნება ვალდებული.

„სწორად ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ ისე, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. მივუახლოვოთ იმ იდეალს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალი ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი საქართველო. ეს არის ყველა ის დარგი და ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტს ეკისრება ახალი კონსტიტუციის მიხედვით. პრეზიდენტს აქვს ძალიან ბერი საქმე, თუ სერიოზულად მიიღებს მას და არ ჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე ნაკლებად მაინტერესებს.

მინდა, რომ საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, სამართლიანი და ქართული საზოგადოება. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად პედაგოგებზე. განათლების გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქნება. განათლება პირველ რიგში, ნიშნავს მასწავლებლებისა და პედაგოგების პატივისცემას. ის ძველი საქართველო, რომლიდანაც მე მოვდივარ იყო დაფუძნებული სწორედ პედაგოგებზე, მასწავლებლებსა და მათ მიმართ პატივისცემაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა