logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეკა ბესელიამ და პროფესორმა, ტალბოტ ბრუქსმა საქართველოში მეწყრული ზონების შესწავლისა და მოსალოდნელი შედეგების პრევენციული მექანიზმების ტექნოლოგიის დანერგვაზე ისაუბრეს
ეკა ბესელიამ და პროფესორმა, ტალბოტ ბრუქსმა საქართველოში მეწყრული ზონების შესწავლისა და მოსალოდნელი შედეგების პრევენციული მექანიზმების ტექნოლოგიის დანერგვაზე ისაუბრეს
20:09 16.11.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ვიზიტით მყოფ ინტერდისციპლინური გეოლოგიური საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორს, პროფესორ ტალბოტ ბრუქსს შეხვდა.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მეწყრული ზონების შესწავლისა და მოსალოდნელი შედეგების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით ამერიკელი პროფესორის გამოცდილებისა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარებას, რომელიც სამეცნიერო დონეზე ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ახალი კადრების მომზადებას, რომლის განხორციელებაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში იგეგმება.



„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. პროფესორი ტალბოტ ბრუქსი ცდილობს დაეხმაროს საქართველოს, რომ მეწყერული ზონების შესწავლის და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ქვეყანა პრევენციის კუთხით გაძლიერდეს“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.



მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო ახალი კანონი „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს პრევენციას, მათ შორის ისეთი სტიქიური მოვლენების დროს, როგორსაც ადგილი ჰქონდა შარშან, ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს და 2015 წელს, მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობის დროს.



„პროფესორი გვთავაზობს, რომ საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე დაინერგოს ისეთი ტიპის ინტერდისციპლინური და ტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტებს და ექსპერტებს, დანერგავს ისეთ ახალ ტექნოლოგიებს, როგორიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატები და ევროპის რამდენიმე ქვეყანა და სადაც მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების წინასწარ გათვლა და გაზომვა შეიძლება მათი თავიდან აცილებისა მიზნით“,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.



როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, პროფესორმა ტალბოტ ბრუქსმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენელებმა შეხვედრაზე აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში დახმარება ითხოვეს.



„ჩვენ მხრიდან ამას სჭირდება კოორდინაციაში დახმარება, რომ ამ პროცესში ჩაერთოს სხვადასხვა შესაბამისი უწყებები. ახალი ტექნოლოგიების სწავლება და დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია იქნება ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ასეთი საფრთხეებისგან არ ვართ დაზღვეული და გვჭირდება წინასწარი პრევენცია. ჩვენს მიერ მიღებულ კანონი სწორედ პრევენციის ზომების გაძლიერებას ემსახურება, მაგრამ ეს უნდა ეფუძნებოდეს ახალ ტექნოლოგიებს და პროგრესს.



ჩვენ შევთანხმდით, რომ წარმოდგენილ პროექტს გავაცნობთ შესაბამისი დარგის წარმომადგენელებს, შესაბამის სამინისტროებს და დავეხმარებით კოორდინაციაში იმისთვის, რომ ეს ინიციატივა განხორციელდეს“,- აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა