logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
გია აბაშიძე: ოპოზიცია ყოველმხრივ ცდილობს ცესკოს დისკრედიტაციას, დამკვირვებლები კი ცესკოს დადებითად აფასებენ
გია აბაშიძე: ოპოზიცია ყოველმხრივ ცდილობს ცესკოს დისკრედიტაციას, დამკვირვებლები კი ცესკოს დადებითად აფასებენ
17:33 16.11.2018
ანალიტიკოსი გია აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის არასამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის პრეტენზიებსა და საკითხის სასამართლოში გასაჩივრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლზე აპელირებს, ამტკიცებს რომ მართებული, კანონის მათეული ინტერპრტაციაა. გია აბაშიძის თქმით, ამ მუხლში საუბარია პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურზე და არა მეორეზე. მისივე თქმით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ კანონი არ დარღვეულა, აღმოჩნდება რომ საქმე, პოლიტიკურ სპეკულაციებთან გვაქვს.

„კანონმდებლობით, ცესკოს შეეძლო შედეგების შეჯამება დედლაინით განსაზღვრულ ვადაში - 17 ნოემბერს. თუმცა, ეს მოხდა კანონით დადგენილ ბოლო ვადამდე 3 დღით ადრე. თუ რატომ მოხდა ეს, უკვე სხვადასხვაგვარი პოლიტიკური ინსინუაციების სფეროდანაა. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები და არასამთავრობოები აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა, უმჯობესი იქნებოდა შეჯამება მომხდარიყო შაბათს, 17 ნოემბერს და შემდეგ ამ დღიდან მოხდებოდა ორკვირიანი ათვლა“- აღნიშნა გია აბაშიძემ.

რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ ცესკოს მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, სადაც საუბარია საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე, ხმის მიცემისთვის დროის 12 საათამდე გახანგრძლივების თაობაზე, რის გასაჩივრებასაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აპირებს, გია აბაშიძის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა კანონი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„საარჩევნო კანონმდებლობაში მკაფიოდ წერია, რომ ცესკოს განსაკუთრებულ შემთხვევაში აქვს დისკრეცია დაადგინოს პროცედურა და ვადები, რაც ამ შემთხვევაში, საზღვარგარეთ ჩვენი თანამემულეებისათვის გამოიყენა. ზოგადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ზოგიერთი სატელიტი, მედიასა თუ სამოქალაქო სექტორში, მუდმივად კონცენტრირდება საზოგადოებაში უკმაყოფილების ტემპერატურის ასაწევად“ - განაცხადა გია აბაშიძემ. მისივე განცხადებით, ოპოზიცია უაპელაციო და იმპულსური განცხადებებით ხასიათდება.

„ოპოზიციის განცხადებები, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდება, როგორც მოსალოდნელი იყო, გააბათილეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ახლაც ანალოგიური ვითარებაა, ოპოზიცია ყოველმხრივ ცდილობს ცესკოს დისკრედიტაციას და სხვადასხვა ჰიპერბოლური ბრალდებების წაყენებას, თუმცა მოცემულობა სულ სხვაა და ამას აღიარებენ უცხოელი დამკვირვებლები, როცა არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე მიგვითითებენ და არა სისტემურ, ე.წ. ჩავარდნების არსებობაზე“- აღნიშნა გია აბაშიძემ

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის