logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ეკა ბესელიამ საერთაშორისო კონფერენციის - „იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა სისხლის მართლმსაჯულების სისტემებში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ეკა ბესელიამ საერთაშორისო კონფერენციის - „იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა სისხლის მართლმსაჯულების სისტემებში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა
18:17 15.11.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკ ბესელიამ თბილისში მიმდინარე მესამე საერთაშორისო კონფერენციის - „იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა სისხლის მართლმსაჯულების სისტემებში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით, რომელიც გახლავთ მეგობარი, მხარდამჭერი და მუდმივად გულშემატკივარი იურიდიული დახმარების სამსახურის. ჩვენ არა მარტო ვაკონტროლებთ საპარლამენტო მექანიზმით როგორ მუშაობს ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური, არამედ ვგულშემატკივრობთ, ვეხმარებით და მუდმივად ვლობირებთ ამ ინსტიტუციას იმისთვის, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი შეასრულოს“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კონფერენცია მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაძლიერება გაერთიანებულიერების ორგანიზაციის პრინციპებისა და გაიდლაინების შესაბამისად.

„გაეროს პრინციპებით და გაიდლაინებით იურიდიული დახმარება არის სამართლიანი, ჰუმანური და ეფექტიანი მართლმსაჯულების აუცილებელი ელემენტი. ის ეფუძნება კანონის უზენაესობას და არის ფუნდამენტი სხვა უფლებების რეალიზებისთვის. ხარისხიანი იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა არის უმნიშვნელოვანესი გზა სამართლიანი სასამართლოს ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის. ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტი პირდაპირ მიუთითებს იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობაზე, როგორც უფლებაზე. საერთაშორისო დოკუმენტებში განსაზღვრულია სამართლიანი სასამართლოს უფლება და იურიდიული დახმარება მოიაზრება როგორც ამ უფლების ორგანული კომპონენტი. შესაბამისად, ყველა ფუნდამენტური მნიშვნელობის აქტში, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი, გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენცია და სხვა, იურიდიული დახმარების უფლებას თავისი ადგილი უჭირავს. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ეფექტიანი მართლმსაჯულების აუცილებელი წინაპირობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ეკა ბესელიამ კონფერენციაზე აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და გაიზარდა მანდატი უფასო იურიდიულ დახმარების ხელმისაწვდომობაზე. კერძოდ, როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო სამართლის საქმეებზე ხდება უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფა და ამ მხრივ სამსახურის მანდატი ძალიან გაძლიერდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონფერენციაზე განხილულ საკითხებს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა დაუცველი ფენებისთვის უფასო იურიდული დახმარების უზრუნველყოფის საკითხის მნიშვნელობა.

„მე მათ ვუწოდებდი პრიორიტეტული კატეგორიის ადამიანებს - ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, დაცვას და ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ისინი უნდა იყვნენ განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტში მუდმივად უჭერს მხარს ყველა იმ იდეას, რომელიც ამ სამსახურის მიერ არის წარმოდგენილი და დღის წესრიგში დგას.

„ჩვენ, რამდენიმე ცვლილებებით, რომელიც 2013 წლიდან დღემდე, ეტაპობრივად განხორციელდა, ერთი მხრივ, ვაფართოვებთ ამ სამსახურის მანდატს და კიდევ უფრო მეტ ჯგუფზე ვავრცელებთ, როგორიც არის მაგალითად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი. ჩვენ ჩავწერეთ კანონში, რომ მათ უნდა მიიღონ უფასო იურიდიული დახმარება. ამით ხაზი გავუსვით ამ საკითხისადმი განსაკუთრებულ მგრძნობელობას. ამ სამსახურის მანდატი ვრცელდება ასევე ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა: დევნილები, იძულებით გადაადგილებულები პირები, არასრულწლოვანი ბრალდებულები და მსჯავრდებულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ეს არის ის კატეგორია, რომლისთვისაც ჩვენ, სახელმწიფო ვქმნით შესაბამის გარანტიას ამ სამსხურის საშულებით, რომ მათ მიიღონ ღირებული, კვალიფიციური იურიდიული დახმარება“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, 2014 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, პარლამენტმა დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის ზედამხედველობა, კერძოდ: ანგარიშების მოსმენა, მოსმენის შემდეგ რეკომენდაციების მიღება და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს, მელიტონ ბენიძეს გაწეული საქმიანობისთვის და პარლამენტთან და კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ადვოკატთა ასოციაციასთან

„სულ ცოტა ხნის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღეთ ადვოკატთა შესახებ კანონში და ამ კანონზე ჩვენი კომიტეტი და ადვოკატები ერთად ვმუშაობდით. ჩვენ არ ვიღებთ კანონებს მათ გარეშე და ამ პროცესში მათი ჩართულობა ძალიან მაღალია“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა იმ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომელთა ძალისხმევით მოხდა კონფერენციის ორგანიზება.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის