logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თეა წულუკიანი: დიახ, ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და 2011 წელს ჰააგაში წაგებული დავა
თეა წულუკიანი: დიახ, ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და 2011 წელს ჰააგაში წაგებული დავა
13:03 15.11.2018
„სტრასბურგში როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, შემდეგ გვაქვს რამდენიმე სცენარი განხილვაში, რომ ეს 2011 წელს სამარცხვინოდ წაგებული დავა, როგორმე შევატრიალოთ და სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოვიყენოთ, როგორც ახალი გარემოება. რადგან იმ გადაწყვეტილების, რომლითაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ჰააგიდან დაბრუნდა, ერთადერთი შებრუნების მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც მე უნდა ვცადო მაინც, რომ საქმე შევატრიალო. დღეს ხშირად ისმის – არ ავირჩევთ ჩვენ მოღალატე პრეზიდენტს – მე ვეთანხმები ,,ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა ჩვენთვის არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და ეს 2011 წლის ჰააგის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ წააგეს დავა. ეს უფრო არის მოღალატეობრივი და კითხვები არის პასუხგასაცემი. მილიონობით დოლარი რომ დაიხარჯა ამის ადვოკატირებაში, რატომ დადგა ეს მარცხი. დღეს ეს ჩემი ტვირთია, რომ საქმე შევაბრუნო, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა და ამისთვის ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1-ელ აპრილს ეს დავა წააგო. როგორც მინისტრი განმარტავს აღნიშნული გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილების „შებრუნების“ ერთადერთი მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც შეეცდება, საქმე საქართველოს სასარგებლოდ შეატრიალოს.

„ჰააგის სასამართლო, სადაც საქმის “შებრუნებაზე” დღეს ბევრს ლაპარაკობენ, არის გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლო. ამ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1-ელ აპრილს ეს დავა წააგო. ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო, გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამ სასამართლოში, სადაც სახელმწიფოები დავობენ, პირველი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიერ შეტანილი სარჩელი იქნა უარყოფილი. ეს იყო საქართველოსთვის სამწუხარო მარცხი. ჩვენი მთავრობა საქართველოს სახელით ჩიოდა, რომ 90-იანი წლებიდან რუსეთი აწარმოებს ჩვენს ტერიტორიაზე იმგვარ ქმედებებს, რომელიც შიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დებულებების დარღვევა. ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი ამას აკეთებს. ოღონდ იმდენად არაკომპეტენტურად და შეიძლება, ნაჩქარევადაც იყო შედგენილი სარჩელი, რომ რუსეთმა საქართველოს ეს საქმე, სამწუხაროდ, მოუგო. ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის