logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
13:00 15.11.2018
პარიზში საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორისორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო საფრანგეთის მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, ფლორანს მანჟანი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის დასაწყისში, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რასაც საფუძვლად მრავალწლიანი ისტორიული კავშირები უდევს. მხარეები დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის დაარსებას მიესალმნენ, რაც საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის საჭიროებითაა განპირობებული და როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას ატარებს. აღინიშნა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ფორმატის შექმნა ხაზს უსვამს საფრანგეთთან არსებული პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტულ ხასიათს და წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციის მცდელობას. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა 2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საფრანგეთში ვიზიტის დროს გაიმართება.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებისათვის. ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საფრანგეთის განახლებული კონტრიბუციისათვის.

აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საჰაერო თავდაცვის პროექტის განხორციელებაში აქტიური ჩართულობისთვის. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა სამშვიდობო მისიების ფარგლებში. ხაზი გაესვა წარმატებულ ურთიერთობებს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თავშესაფრის მაძიებელთა და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით.

კონსულტაციების ფარგლებში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ისევე როგორც სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად და ეფექტურად ათვისება, ბიზნეს-კავშირების გაძლიერება და ინვესტიციების წახალისება. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის დაკავშირებისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მნიშნელოვანი ნაბიჯია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. მხარეები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ 2019 წლის აპრილიდან თბილისსა და პარიზს შორის პირდაპირ ფრენებს განახორციელებს ფრანგული ავიაკომპანია „Air France”, აღინიშნა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის მიმოსვლის კიდევ უფრო გააქტიურება ხელს შეუწყობს ერთის მხრივ საფრანგეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ ხალხთა შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გააქტიურებას.

აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროებში. მხარეები მიესალმნენ ურთიერთობების გაღრმავებას ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ასევე დაესწრო პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტში (Sciences Po) გამართულ კინოჩვენებას “Georgia - All Roads Lead to Europe”. კინოჩვენების შემდეგ მინისტრის მოადგილემ ინსტიტუტის სტუდენტებისა და სხვა დამსწრე საზოგადოების წინაშე ისაუბრა საქართველოში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გამოსვლის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა

ასევე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის მოადგილის შეხვედრები ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველთან, პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან და საფრანგეთის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ქვე-ჯგუფის პრეზიდენტთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის