logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
პარიზში საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებებს შორის პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
პარიზში საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებებს შორის პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
12:24 15.11.2018
პარიზში პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, საფრანგეთის დელეგაციას - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფლორანს მანჟანი, ხოლო გერმანულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, მიხაელ ზიბერტი ხელმძღვანელობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სამმხრივი კონსულტაციები განპირობებულია ევროპის ორ წამყვან სახელმწიფოსთან - საფრანგეთთან და გერმანიასთან ჩამოყალიბებული მჭიდრო, ინტენსიური და დინამიკურად მზარდი ურთიერთობებით და საქართველოს, როგორც ამ ორი ქვეყნის საიმედო პარტნიორის ინტერესით, სამმხრივ ფორმატში (საქართველო-გერმანია-საფრანგეთი) საფუძველი ჩაეყაროს მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს. პარიზში ჩატარებული კონსულტაციების ფარგლებში ყურადღება დაეთმო ქართული მხარისთვის პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკურ თემებს, რაშიც საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციები, მხარდაჭერა და ამ ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.

მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, განსაკუთრებით კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე, რეგიონული უსაფრთხოების ასპექტებსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე.

მკაფიოდ აღინიშნა, რომ ზემოჩამოთვლილი თითოეული თემა როგორც საფრანგეთის, ისე გერმანიის მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს და შესაბამისად, სავსებით მიზანშეწონილია მათი რეგულარული განხილვა სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში.

ხაზი გაესვა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რასაც ქვეყნის მთავრობა აქტიურად და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით დგამს ევროპულ ოჯახთან შემდგომი დაახლოების, მათ შორის სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიმართულებით. ვახტანგ მახარობლიშვილმა აგრეთვე მადლობა გადაუხადა ფრანგ და გერმანელ კოლეგებს საფრანგეთისა და გერმანიის მიერ საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ღირებული მხარდაჭერისათვის. გამოითქვა იმედი, რომ ევროპის ეს ორი ლიდერი სახელმწიფო ამ მიმართებით შემდგომშიც გვერდში დაუდგება ჩვენს ქვეყანას.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ამის გარდა, შედგა საგნობრივი მსჯელობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ფრანგული და გერმანული მხარეების შემდგომი ჩართულობის კონკრეტულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

მხარეებს შორის აგრეთვე შედგა აზრთა და პოზიციების ურთიერთგაცვლა რეგიონული გამოწვევების შესახებ. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, მეზობელ ქვეყნებთან და თანამშრომლობას ახლო აღმოსავლეთისა და აზიის რეგიონებთან.

საფრანგეთისა და გერმანიის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებული კურსის მიმართ. ფრანგულმა და გერმანულმა მხარეებმა ასევე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. ხაზი გაესვა, რომ საქართველო, რომელიც მთელ რეგიონში დემოკრატიული განვითარების ყველაზე წარმატებული მოდელია და ევროპა-აზიის დამაკავშირებელ გეოსტრატეგიულ ცენტრად ჩამოყალიბდა, მუდმივად იქნება ევროკავშირის და კონკრეტულად საფრანგეთისა და გერმანიის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი.

მნიშვნელოვანია პირველი სამმხრივი კონსულტაციების მონაწილეთა მიერ მიღწეული შეთანხმება, რომ კონსულტაციებს სამომავლოდ რეგულარული ხასიათი მიეცეს, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის საქართველოს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის არსებულ თანამშრომლობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის