logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე გააჩნია
დავით ზალკალიანი: საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე გააჩნია
09:22 15.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უპრეცედენტო უწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანმშრომლობის არსებულ დინამიკას და დონეს. ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის საკითხებზე დავით ზალკალიანმა კოპენჰაგენში დანიის სამხედრო სწავლების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ასევე უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-სთან თანამშრომლობას სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში და ამ მხრივ განსაკუთრებული შეფასება მისცა სტრატეგიული ქარტიის ბოლო პლენარულ შეხვედრას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხელმძღვანელობდნენ. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას აღვნიშნავდი, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხში აშშ გახლავთ ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი. ამას ხაზი გაესვა მიმდინარე წელს პრემიერ მინისტრის ვიზიტისას ვაშინგტონში. ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტი საქართველოში, რომელიც შედგა ნატო-ს სამიტამდე და წარმოადგენდა ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილს და მხარდაჭერას საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის საკითხში, რა დროსაც მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან დროისა და შინაარსის გათვალისწინებით“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყნის ურთიერთობა უნდა გაუთანაბრდეს არსებული პოლიტიკურ თანამშრომლობის მაღალ დონეს. მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობის შესწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დავით ზალკალიანის განმარტებით: "საქართველოს სახით რეგიონში სტრატეგიული პარტნიორის არსებობა აშშ-სთვის ქმნის დამატებით განზომილებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის".

მინისტრი საქართველოში ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ ბოლტონის ვიზიტსაც შეეხო და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას. "სულ ახლახანს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ბ-ნი ჯონ ბოლტონი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მყისიერად ეწვია საქართველოს. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, სადაც განხილულ იყო მრავალი თემა, მათ შორის საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობები, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკურ და რეგიონალური თემები"-განაცხადა ზალკალიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა