logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროპარლამენტისგან მიიღო
თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროპარლამენტისგან მიიღო
19:25 14.11.2018
"საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროპარლამენტისგან მიიღო“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თამარ ხულორდავასთან ერთად ევროპარლამენტში იმყოფება.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია რამდენიმე მიზეზის გამო: უპირველესად იმიტომ, რომ პირველად გვაფასებს ევროპარლამენტი თუ როგორ ვასრულებთ ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ვალდებულებებს; ამასთან, გვაფასებენ არა მარტო ჩვენ, არამედ უკრაინას და მოლდოვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის განსხვავება, როგორც საუბრობს ევროპარლამენტი ჩვენს ქვეყანაზე: საქართველოს მიმართ არის ცალსახა მხარდაჭერა და პოზიტიური შეფასება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, რომ უფრო წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე. მე ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან მივიღეთ - ეს იყო განსაკუთრებული აღიარება ჩვენს მიერ განვლილი გზის და ცალსახა მხარდაჭერა, რასაც ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, თუმცა არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით და გავაგრძელოთ დაუღალავი მუშობა იმისათვის, რომ სადაც არ გვაქვს ასეთივე შედეგები, იქაც გვქონდეს“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.



მხარდაჭერასთან ერთად გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებსაც საქართველომ მეტი ძალისხმევა უნდა მოახმაროს. ეს არის პარლამენტის როლის გაძლიერება, საპარლამენტო კონტროლი, მართლმსაჯულების რეფორმა და სხვა. „დარწმუნებული ვარ, იმაზე ჩქარა და ეფექტურად მივაღწევთ შედეგებს, ვიდრე ამას ჩვენგან ელოდებიან ევროპარლამენტარები და უპირველეს ყოვლისა კი, შედეგების დადებას შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისათვის“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა