logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ეკონომიკის და ვაჭრობის საკითხებზე თემატური შეხვედრა გაიმართა
უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ეკონომიკის და ვაჭრობის საკითხებზე თემატური შეხვედრა გაიმართა
18:17 09.11.2018
ქართულ ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ტექნო-პარკში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის დელეგაციას შორის. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ბრიტანული მხრიდან კი - დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელი, რუპერტ ეინლი.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც ძირითად გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ვაჭრობისა და ექსპორტის ზრდაზე.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა და ბრიტანულმა მხარეებმა ასევე განიხილეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, შეაფასეს წარმატებული თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე ეკონომიკურ ჭრილში. დადებითად შეფასდა ბრიტანული ინვესტიციების ზრდის ტენდენცია საქართველოში და დასახული იქნა სამომავლო მიზნები:

„ მოხარული ვარ, რომ ვესწრები საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრას. დღეს, ეკონომიკური პანელის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებზე გავამახვილეთ ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ეს კავშირები სწრაფად იზრდება. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით, ასევე ვაძლიერებთ თანამშრომლობას ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ურბანული დაგეგმარების და ფინანსური მომსახურების სფეროებში, სადაც გაერთიანებულ სამეფოს დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში უფრო და უფრო წინ მიიწევს, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში,“- განაცხადა პანელის შეფასებისას რუპერტ ენლიმ.

აღსანიშნავია, რომ “უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატია, რომელიც თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და თითქმის სრულად მოიცავს ორმხრივ სექტორულ თანამშრომლობას. დიალოგის მეხუთე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა თემატური ჯგუფების შეხვედრები თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და ვაჭრობის, ასევე კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა