logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ვალერიან გორგილაძე: არსებობს რაღაც, რისი პატიებაც უბრალოდ დაუშვებელია
ვალერიან გორგილაძე: არსებობს რაღაც, რისი პატიებაც უბრალოდ დაუშვებელია
18:04 08.11.2018
შეიძლება თუ არა იმის პატიება, რაც 11 წლის წინ მოხდა? იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს დღესდღეობით და კერძოდ, მეორე ტურის წინ საქართველოსთვის 2007 წლის 7 ნოემბერი. რადიოსადგურ „ეხოკავკაზას“ სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ესაუბრა რომლის თქმითაც, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საზოგადოებაში იმ ყველაფრის ხელახალი გააზრება ხდება , რაც 2007 წელს ხდებოდა.

ვალერიან გორგილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები, რაღაც ძველმა არქეტიპებმა და რეფლექსებმა განაახლეს თავისი მოქმედება.

„ეს არის ხანმოკლე დინამიკა, როდესაც შენ უბრუნდები წარსულს და თავის თავს აიძულებ გაიაზრო და გაიხსენო ის ძალადობა. ის იყო სავსებით არაადამიანური და ამის დავიწყება შეუძლებელია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აღორძინდა ადამიანების ცნობიერებაში. იმ რისკის გათვალისწინებით, რომ ეს კოშმარი შეიძლება განმეორდეს, რომ ძალას, რომელიც წარმოადგენს ამ ძალადობის სახეს, აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი, ჩემი აზრით, ეს არის გააზრების და შფოთვის მიზეზი“- განაცხადა სოციოლოგმა.

მისისვე თქმით, საუბარია, არა ერთჯერად შემთხვევაზე, არამედ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უწყვეტი, ტოტალური რეპრესიის შესახებ.

ვალერიან გორგილაძე შეეხო ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ყოფილი პეზიდენტისადმი პატიებაზე და მის მხარდაჭერაზე საუბრობს. სოციოლოგის თქმით, ეს იყო თავის მართლება, რადგან არსებობს რაღაც, რისი პატიება უბრალოდ დაუშვებელია.

„გერმანელებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის ნაციზმის პატიება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ჰიპერბოლაა - გენოციდი, ხოლოკოსტი და ა.შ., მაგრამ ეს თემა ყოველთვის აქტუალურია საქართველოში. გასაგებია, რომ ასეთი მასშტაბები არ იყო. ყოველთვის საუბრობენ მოდერნიზაციის, საქართველოს ფორსირებული განვითარების, გზების ინფრასტრუქტურის განვითარების და სხვათა შესახებ, მაგრამ ღმერთო ჩემო, ხომ არავინ ამბობს იმას, რომ ჰიტლერის მიერ აშენებული ავტობანები დღემდე საუკეთესოა ევროპაში... არავის მოსდის აზრად ამ რეჟიმის გამართლება, არავინ იხსენებს უნიკალურ სოციალურ პროგრამებს, რომლებიც რეიხის დროს არსებობდა. და როდესაც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება პატიება და ა.შ., ხოლო ამის შემდეგ ფრანკფურტის ბაზრობაზე ხვდება ექს-პრეზიდენტს, ის ბოდიშს უხდის და გამოდის, რომ საქართველოს ოპოზიციური მოძრაობის კვინტესენცია, ქუჩებში ასობით მოკლული ახალგაზრდის, ათიათასობით პატიმრის, დანგრეული ოჯახების და ა.შ. ტრაგედიები, ყველაფერი ეს, გამოდის, გადაწყვეტილია სააკაშვილის ბოდიშის მოხდის წყალობით, რომელიც მან ბატონ ბერძენიშვილს გადასცა, მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ დაუშვებელია”, - განაცხადა „ეხოკავკაზასთან“ ინტერვიუში ვალერიან გორგილაძემ.

ამასთან, როგორც სოციოლოგმა აღნიშნა, ასევე დაუშვებელია მუდმივად მოსახლეობის ემოციებით თამაში. საუბარი იმის შესახებ, რომ შენ უკეთესი ხარ, ვიდრე რომელიღაც სადისტი ან ფაშისტი.

„ის, რომ „ოცნების“ პროპაგანდაში ძალიან ხშირად თავს იჩენს ეს სპეკულაცია, უდავოა, მაგრამ ის, რომ ხალხი ნათლად ხედავს ამ აბსოლუტურად ბნელი ძალის მოახლოვების საფრთხეს, მგონი ძალიან დიდ როლს ითამაშებს და ვფიქრობ, აქტიურობა უფრო დიდი იქნება, ვიდრე პირველი ტურის შემდეგ. ბუნებრივია, მეტწილად ეს განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს“,- განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო