logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
ეკა ბესელიამ სტრასბურგში საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა
ეკა ბესელიამ სტრასბურგში საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა
17:56 08.11.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ეკა ბესელიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა სტრასბურგში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში“ იმართება.

„დღევანდელი ღონისძიება იმ ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც ჩვენ ევროპის საბჭოსთან დავიწყეთ. მისი მიზანია ფორუმის შექმნა ღია მსჯელობისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესების თემაზე და ამ პროცესზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების საკითხებზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ეკა ბესელიას თქმით, ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით აღნიშნული მიმართულებით საქართველომ მთელი რიგი ეტაპები უკვე გაიარა.

„2016 წელს ჩვენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მივიღეთ, რომლითაც დავნერგეთ საპარლამენტო კონტროლი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის ძალიან ღირებული რჩევები, რომლებიც ამ რეფორმის მომზადების პროცესში ექსპერტებისგან მივიღეთ.

სწორედ ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად შევიმუშავეთ ჩვენ ყველა ეს დამატება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და განვსაზღვრეთ პასუხისმგებელი საპარლამენტო ორგანოები და პროცედურები. ამ ცვლილებებზე მუშაობის პროცესში საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად ჩავრთეთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და პროცესი გავხადეთ ინკლუზიური“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მექანიზმი პრაქტიკაშიც დაინერგა და საკანონმდებლო ორგანო უკვე ორი წელია მთავრობის ანგარიშებს ისმენს და საპარლამენტო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თემაზე მოსმენები ტარდება.

„მიხარია, რომ დღეს უკვე შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ. შეგვიძლია გიამბოთ ჩვენი მიღწევების შესახებ და ასევე, მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოწვევები, გაგაცნოთ ჩვენი მოსაზრებები როგორ გავუმკლავდით მათ და რა ახალი მიდგომები დავნერგეთ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, ერთ-ერთი ასეთი მიდგომაა საკომიტეტო მოსმენების შემდეგ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგი, რაც პერიოდულად ხორციელდება.

„არ ვიცდით ყოველწლიური მოსმენიდან შემდეგი წლის მოსმენამდე და პროაქტიულად ვითხოვთ ინფორმაციას ჩვენი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესის გაძლიერებას ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქართული მხარისთვის ღონისძიების მონაწილეების მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, ევროპის საბჭოს მხარდაჭერა.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ ღონისძიების თითოეული მონაწილის ხედვები პარლამენტის საქმიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის ნაწილში. ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი არასოდეს არის დამაკმაყოფილებელი და მუდმივად საჭიროებს ინტენსიურ მუშაობას მის გაზრდაზე. ამიტომ, ის მხარდაჭერა, რომელსაც ამ პროცესში ვგრძნობთ ევროპის საბჭოსგან, განსაკუთრებით ღირებული და ფასდაუდებელია“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა კრისტოს გიაკუმოპულოსმა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა.

ორდღიან კონფერენციაში, რომელიც ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ორგანიზებით იმართება, მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე.

ხვალ, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ საქართველოს პარლამენტის რეფორმას, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის სტრუქტურირებული და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article