„ნაცმოძრაობის“ აქტივისტმა სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
„ნაცმოძრაობის“ აქტივისტმა სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
17:48 08.11.2018
ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ჩასულ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს იმ ადგილებს ეწვია, სადაც რუსი სამხედროები საოკუპაციო ზოლს ბარიერებით ამაგრებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი ლანა ღვინჯილიაა.

მან სალომე ზურაბიშვილს „უნამუსო ჩათლაშკა“ უწოდა.

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი პრეზიდენტობის კანდიდატთან პოლემიკაში მაშინ შევიდა, როდესაც ის ჟურნალისტებისთვის კომენტარს აკეთებდა.

ბეჭდვა