სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა
სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა
17:39 08.11.2018
მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გენერლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

„ეს არის ის, რაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკვილია დღეს, რაზეც მომავალმა პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს, რათა ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს. პირველ რიგში, იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე უნდა ვიზრუნოთ, რომელსაც არ შეუძლია მშვიდად იცხოვროს, არ აქვს პირობები, რათა მშვიდად იმუშაოს. პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი, საზღვარზე და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე უნდა ზრუნავდეს “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ბეჭდვა