logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში დიდი ქაოსი დაიწყება - სინოდის წევრი მრევლს აფრთხილებს
არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში დიდი ქაოსი დაიწყება - სინოდის წევრი მრევლს აფრთხილებს
17:31 08.11.2018
წმინდა სინოდის წევრი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს საკვირაო ქადაგებისას გამოეხმაურა.

სასულიერო პირი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში "დიდი ქაოსი და დიდი დაპირისპირება" დაიწყება.

მისივე თქმით, ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა "ნაციონალური მოძრაობა", "არ უნდა არსებობდეს". მღვდელმა მრევლს მოუწოდა გაიხსენონ, რამდენი "ადამიანი დაიხვრიტა ქუჩაში". მისივე თქმით"ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყანას ბევრი ბოროტება მოუტანა და ის აღმშენებლობა, რომელიც სისხლით იყო შეღებილი, არაფრის მაქნისია".

"ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალის მოსვლა, მოუტანს დიდ დესტაბლიზაციას ქვეყანაში", - ამბობს მეუფე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ერთ ერთ ასეთ შეცდომას მღვდელი "სამართლიანობის არ აღდგენას" ასახელებს, მრევლთან საუბარში ის ამბობს, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები იმედისმომცემია. მეუფემ ამის მაგალითად მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტზე უარის თქმა დაასახელა.

"დღევანდელი ხელისუფლება მივიდა უწმინდესთან, გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი, უნდა დავიჯეროთ ალბათ მათი გულწრფელობის", - თქვა სასულიერო პირმა და ​მრევლს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

ეს განცხადებები მეუფე გიორგიმ 4 ნოემბრის საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ სინოდის წევრებს და სხვა სასულიეორ პირებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან და ამასთან დაკავშირებით პატრიარქის სპეციალური განცხადება 19 სექტემბერს გავრცელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article