logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
პრემიერი ირლანდიის სენატის მიერ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა
პრემიერი ირლანდიის სენატის მიერ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა
16:21 08.11.2018
„ირლანდიის სენატის მხრიდან გამოხატული ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად სანდო და საიმედო პარტნიორია საქართველო ჩვენი ევროპელი და დასავლელი მეგობრებისთვის“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ირლანდიის სენატის მიერ ერთხმად მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია.

პრემიერმა ირლანდიის სენატს რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა გაცნობოთ, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს ირლანდიის სენატმა ერთხმად მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია. ჩვენ მივესალმებით და დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს ამ რეზოლუციის მიღებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მეგობარი ქვეყნის მიერ კიდევ ერთხელ მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ყურადღება არის გამახვილებული ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობასა და ვითარებაზე. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და კონკრეტულად, ჩვენს ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ასევე, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები სათანადოდ აფასებენ საქართველოს ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე და აღიარებენ იმ უმნიშვნელოვანეს პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article