logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
დავით ზალკალიანი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
09:38 08.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ყაზახეთის დამოუკიდებლობის 27 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დავით ზალკალიანმა მისალოც სიტყვაში ყაზახეთის მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეულ წარმატებებს და თბილისსა და ასტანას შორის არსებულ სანიმუშო ორმხრივ ურთიერთობებს ხაზი გაუსვა. მინისტრმა დამოუკიდებლობის დღის გარდა ყაზახეთის ელჩსა და ყაზახ ხალხს ქალაქ ასტანას 20 წლის იუბილეც მიულოცა, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება. მან უმსხვილესი სავაჭრო-ეკონომიკური გამოფენა ასტანა-2017-იც გაიხსენა, რომელშიც ქართულმა მხარემაც მიიღო მონაწილეობა.

„საქართველო-ყაზახეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა მართლაც სამაგალითოა. არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენს შორის მოლაპარაკების, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე არ გადაიჭრას. გახშირებულია მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები რაც აძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. გასულ წელს წარმატებული გამოდგა საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები ყაზახეთში. მიღწეულ იქნა შეთანხმება მნიშვნელოვან საკითხებზე და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. მისასალმებელია, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გვაქვს ხელშესახები შედეგები, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საქონელბრუნვა გაზრდილია და უკვე აჭარბებს 100 მლნ აშშ დოლარს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მაღალი ტემპებით იზრდება ყაზახეთიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა რიცხვი, რომელთა რაოდენობამაც მიმდინარე წლის იანვრის თვიდან ამ დროისთვის უკვე გადააჭარბა 50,000 ადამიანს. მივესალმებით ასევე, მეტ ყაზახურ ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს მოძმე ყაზახ ერს დღევანდელ დღეს გულითადად ვულოცავ“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო, ბიზნეს სექტორის დასაქართველოში ყაზახური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის