logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
19:51 07.11.2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს, როგორც საქართველოს პარლამენტის საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სამუშაო შეხვედრა ჰქონდა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩთან ვახტანგ ჯაოშვილთან.



შეხვედრაზე, ძირითადად, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებზე, საპარლამენტო კავშირების გაღრმავებასა და გააქტიურებაზე ისაუბრეს.



„განვიხილეთ ის მიმართულებები, რომლებიც ორივე მხარისათვის შესაძლოა საინტერესო იყოს. პირველ რიგში, ეს არის საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელიც სავარაუდოდ, იანვარში შედგება.

ვისაუბრეთ ასევე, იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება ინვესტიციებს და საქართველოს ეკონომიკაში საუდის არაბეთის მხრიდან დაინტერესებას, მათ შორის ესაა ტურიზმი, სადაც ასევე, გვაქვს მზარდი მაჩვენებელი საუდის არაბეთიდან. ყურადღება დავუთმეთ საუდის არაბეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხებში მხარდაჭერას, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მათი პოზიცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის არის მნიშვნელოვანი იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთა მხარდაჭერაც თუნდაც არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.



მისივე თქმით, სამომავლოდ იგეგმება აქტიური თანამშრომლობა . „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, ურთიერთობები გაღრმავდეს და ამ მეგობრობით საბოლოო ჯამში, როგორც საქართველომ, ასევე საუდის არაბეთმაც კონკრეტული შედეგები მიიღოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა