logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” წარმომადგენლებს შეხვდნენ
ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” წარმომადგენლებს შეხვდნენ
19:46 07.11.2018
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ვესტმინსტერის მრავალპარტიული ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ფრაქცია „ქართულ ოცნება - კონსერვატორებსა“ და ფონდს შორის არსებული თანამშრობლობის გაგრძელების და კონსერვატორების შიდაპარტიული განვითარების პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ფრაქცია „ქართულ ოცნება - კონსერვატორებმა“ ვესტმინსტერის ფონდთან 2017 წლიდან თანამშრომლობს. ფონდი კონსერვატორებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე პოლიტიკის მიმართულების შემუშავებაში უწევს მხარდაჭერას. შეხვედრაზე მხარეებმა ამ პროექტის შემდგომი განვითარების საკითხებზეც იმსჯელეს.

„საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვესტმინსტერის ფონდის გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე არსებული პრაქტიკით, სხვადასხვა მიმართულების ფონდები ლიბერალური მიმართულების პარტიებთან მუდმივად მუშაობდნენ. ეს არის პირველი პრეცენდენტი ქვეყანაში, როდესაც კონსერვატიულ ფრაქციასთან პარლამენტსა და საკრებულოებში თანამშრომლობა დაიწყო ვესტმინსტერის ფონდმა. პირველი პროექტი, რაზეც ფრაქციებთან ფონდი თანამშრომლობს ეს არის შშმ პირების ინტეგრირება საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუმცა, არის კიდევ თემები, რომლებზეც თანამშრომლობას გავაგრძელებთ და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ვესტმინსტერის ფონდი კონსერვატორებთან ერთად ახალ პროექტზეც იმუშავებს, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებს შეეხება.

„ვესტმინსტერის ფონდი ერთი წელია მუშაობს კონსერვატიულ პარტიასთან. ჩვენ პარტნიორობა დავიწყეთ ერთ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც შშმ პირთა საკითხებზე პარტიის სტრატეგიის განვითარებას შეეხებოდა. ვესტმინსტერის ფონდი, თავისი ექსპერტებით, ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, რათა კონსერვატიულმა პარტიამ ამ მიმართულებით შეიმუშავოს და შემდგომ განახორციელოს პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ერთი ეტაპი დავასრულეთ. ახლა ხდება ამ პოლიტიკის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაცია. კონსერვატიული პარტია საკრებულოში დაიწყებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობას. შემდეგი საკითხი, რაზეც დავიწყებთ მუშაობას ეს იქნება დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხები. ეს საკითხი, როგორც ერთ-ერთი საფრთხე, აქტიურად განიხილება ევროპის ქვეყნებში. ჩვენს შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიის დონეზეც იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა, გვქონდეს პოლიტიკა თუ როგორი უნდა იყოს მიდგომა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა საშუალებით მომდინარეობს. ვფიქრობ, რომ ეს პარტნიორობა იქნება საკითხზე დაფუძნებული და მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღესვე, „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” წარმომადგენლები შეხვედრებს ასევე, გამართავენ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძესთან და შშმ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს შეხვედრები დაგეგმილი აქვთ თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის, სახალხო დამცველის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის