logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოჩენილი ქართველი დიპლომატი ლევან მიქელაძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოჩენილი ქართველი დიპლომატი ლევან მიქელაძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს
19:44 07.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, უწყების ხელმძღვანელობა, კვლევითი ინსტიტუტისა და ფონდის წარმომადგენლები და გამოჩენილი ქართველი დიპლომატის ოჯახის წევრები. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ შედგა ლევან მიქელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია.



დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გეგეშიძემ და ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ბრეგვაძემ. საკუთარ გამოსვლაში მათ ისაუბრეს, ფონდსა და კვლევით ინსტიტუტს შორის მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე, ასევე გაიხსენეს ლევან მიქელაძის ღვაწლი დიპლომატიურ სამსახურში. ღონისძიების მონაწილეთა შეფასებით

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიების 7 ნოემბერს გამართვით, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ცნობილი ქართველ დიპლომატის, ლევან მიქელაძის გამორჩეულ მოღვაწეობას ქართული სახელმწიფოს სამსახურში. ლევან მიქელაძემ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს საჯაროდ დაგმო ძალადობა და პროტესტის ნიშნად დატოვა შვეიცარიის კონფედერაციაში ელჩისა და ქ.ჟენევაში განლაგებულ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა.



„მე მსურს ხაზი გავუსვა ლევან მიქელაძის როლს, ქართული დიპლომატიის აღმშენებლობის პროცესში. ის იყო უაღრესად ღირსეული პიროვნება, რომელიც ყოველთვის იდგა იმ ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების სადარაჯოზე, რომელიც მნიშვნენელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების კუთხით. სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება გაიმართა 7 ნოემბერს. ზუსტად 11 წლის წინ, ლევან მიქელაძემ მიიღო, სამოქალაქო გმირობის ტოლფასი გადაწყვეტილება, როდესაც მან პროტესტი გამოხატა იმ ძალადობრივი და დანაშაულებრივი ქმედების მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე და ასევე დამოუკიდებელ ტელეკომპანია იმედში. ეს იყო მოქალაქისა და ქვეყნის დიპლომატის პროტესტი, რომლისთვისაც მთავარი იყო ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული პრინციპები და, რა თქმა უნდა, პროტესტი იმ ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ, რაც მაშინ განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორედ ამ პრინციპებითა და ღირებულებებით ვიხელმძღვანელოთ. - განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.



სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა 2012 წელს, 2014 წლის 24 აპრილს მას მიენიჭა გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, ლევან მიქელაძის სახელი. 2018 წლის მარტში კი კვლევითი კომპონენტის დამატების საფუძველზე, ცენტრი გარდაიქმნა სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტად.



ინსტიტუტის მიზანია დიპლომატიური სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საჯარო მოხელეების პროფესიული განათლებით უზრუნველყოფითა და ანალიტიკურ-ინფორმაციული ცოდნის გაზიარების გზით საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა.



ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი დაფუძნდა 2010 წელს. იგი წარმოადგენს საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის