გია კახიანი: „ნაციონალებისთვის“ ორმაგი სტანდარტები ჩვეულებრივი მოვლენაა
გია კახიანი: „ნაციონალებისთვის“ ორმაგი სტანდარტები ჩვეულებრივი მოვლენაა
19:39 07.11.2018
"ორმაგი სტანდარტი „ ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჩვეულებრივიი მოვლენაა, მეორე ტურის წინ ისინი მიხვდნენ,რომ მოძალადე რეჟიმს საზოგადოება მხარს არდაუჭერს, დღეს უკვე სულ სხვა რეალობაა,ისინი ცდილობენ გარკვეულწილად იმიჯის შეცვლას, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა,იმიტომ რომ ყოველ ნაბიჯზე ისინი ამჟღავნებენ რეალურ სახეს. მის მაგალითი იყო ის ინტერვიუც,რომელიც ბატონ ვაშაძეს ჰქონდა ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველესთან".ფაქტიურად მან დაადასტურაის, რომ ერთადერთი მისი ამოცანაა მოძალადეების შეწყალება , ქვეყანაში დესტაბილიზაციის , არეულობის მოწყობა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება გასცემს შესაბამის პასუხს“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესიობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანი წინასაარჩევნო პერიოდზე და მიმდინარე პროცესებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრები იქნება ძალიან მაშტაბური.

„შეხვედრები იქნება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. ქალბატონი სალომე ამ პროცესებში ძალიან აქტიურად მონაწილეობს, იგი ამ წუთებშიც აქ იმყოფება და საზოგადოების წინაშეც ძალიან ბევრჯერ, ხშირად გამოჩნდება.უშუალოდ მას ექნება შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, საზოგადოებამ უკვე მოისმინა და კიდევ ბევრი გადაწყვეტილების თაობაზე იქნება ინფორმირებული. იმ გადაწყვეტილებების, რომელიც იქნება სრულიად ადეკვატური საზოგადოებაში არსებული გამოწვევების. იმავდროლად ხდება სრული მობილიზება ჩვენი მხარდამჭერების. დარწმუნებული ვარ,რომ ეს არჩევნების შედეგებზეც შესაბამისად აისახება“-განაცხადა კახიანმა.



ბეჭდვა