logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში დღეს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრა გაიმართება
თბილისში დღეს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრა გაიმართება
18:14 07.11.2018
თბილისში დღეს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კი - გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დანკანი.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ დაწყებამდე, გაიმართება მინისტრების ორმხრივი შეხვედრა, რის შემდეგაც დავით ზალკალიანი და სერ ალან დანკანი გახსნიან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის პლენარულ სესიას. გახსნითი ცერემონიის შემდეგ, გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. დოკუმნეტს ხელს მოაწერენ დავით ზალკალიანი და სერ ალან დანკანი.

ასევე, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანულ ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კი - დიდი ბრიტანეთის კოლექციების ხელმძღვანელი კრისტიან იენსენი.

“უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატია. დიალოგის მეხუთე შეხვედრის ფარგლებში გაიმართება თემატური ჯგუფების შეხვედრები თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და ვაჭრობის, ასევე კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრაზე მხარეები ასევე მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას.

აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისში ვიზიტის ფარგლებში, სერ ალან დანკანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან. ასევე, სერ ალან დანკანი გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს და პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ბრიტანელების ხსოვნას მეომრების სასაფლაოზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა