გიორგი ვოლსკი ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის განყოფილების უფროსს შეხვდა
გიორგი ვოლსკი ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის განყოფილების უფროსს შეხვდა
17:55 07.11.2018
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის განყოფილების უფროსს, ასუნსიონ სანჩეს რუისს შეხვდა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს დღევანდელ ვითარებაზე, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების საფუძვლებსა და განმასხვავებელ ნიშნებზე. ასევე, ვისაუბრეთ პერსპექტივებზე. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ და იმ პროცესების მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისათვის“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბეჭდვა