logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისათვის, რის დასაცავადაც ლევან მიქელაძე 2007 წლის 7 ნოემბერს გადადგა
დავით ზალკალიანი: ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისათვის, რის დასაცავადაც ლევან მიქელაძე 2007 წლის 7 ნოემბერს გადადგა
17:53 07.11.2018
„იმ ხელისუფლებამ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე უღალატა იმ პრინციპებს, რა პრინციპების ერთგულიც იყო ლევანი მიქელაძე“-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლევან მიქელაძის სახელობის ინსტიტუტსა და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერისას განაცხადა, სადაც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენებს ცნობილი ქართველის დიპლომატი.



„ლევანმა ეს ნაბიჯი გადადგა პირველ რიგში თავისი ქვეყნისთვის იმ იდეალებისთვის რასაც იგი ემსახურებოდა. იმისთვის რომ ჩვენს პარტნიორებს იმ ადამიანებს, აქ მხოლოდ სამი იყო წარმოდგენილი, მაგრამ ეს არის უდიდესი არმია როგორც ევროპაში ასევე აშშ-ში. სწორედ ამის ეშინოდათ მაშინ, რომ ლევანი მოვიდა როგორც გამაერთიანებელი ადამიანი, რომლისაც სჯეროდათ და სწამდათ, სწორედ ამის შეეშინდათ . მაგრამ ჩვენ არაფერის არ გვეშინია ჩვენ ვართ ადამიანები რომლებიც ერთგული ვართ ამ პრინციპების და ღირებულებების. წერილში ლევანი ამბობს, რომ ჩემი გადაწყვეტილება არის თავსებადი ჩემს ღირებულებებთან და ფასეულობებთან და ეს ასეც არის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას რომ საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ის ღირსეული ადგილი რომლისთვისაც ლევანი ასე თავდაუზოგავად იბრძოდა. ის ასევე ამბობს, რომ გული უგრძნობდა, რომ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა დ კიდევ ბევრი განსაცდელი ელოდა საქართველოს, რისი მოწმეც ჩვენ შემდგომ გავხდით. განსაცდელი და პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ თუ ჩვენ გავერთიანდებით ასეთი ადამიანების გარშემო ჩვენ ასეთ პრობლემებს ყოველთვის ღირსეულად დავძლევთ“- განაცხადა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით ლევან მიქელაძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად გაიღო ეს მსხვერპლი და გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, მათ შორის ქვეყნის იმიჯის გადასარჩენად. მისი შეფასებით ლევანმა ამ ნაბიჯით და თავისი ცხოვრებით დააწესა დიპლომატიის მაღალი სტანდარტი და იგი ოცნებობდა ევროპული ტიპის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოდელზე, რომლისკენაც დღეს უწყება მიდის.

„ბედნიერი ვარ რომ წლების შემდგომ ჩვენ გავერთიანდით ლევან მიქელაძის გარშემო, ამ ღირსეული ადამიანის გარშემო, რომლისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ის პრინციპები, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა. მას სხვაგვარად არ შეეძლო და ჩვენ რა თქმა უნდა მის გვერდით გავერთიანდით, დავუდექით მხარში იმ ბრძოლაში რა ბრძოლაშიც ის ასე თავდაუზოგავად გადაეშვა. სამწუხაროდ ის ჩვენთან აღარ არის მაგრამ ჩვენი ვალია ის პრინციპები და ღირებულებები რისი ერთგულიც იყო ლევანი ბოლომდე ვატაროთ. ლევანმა დააწესა დიპლომატიის მაღალი სტანდარტი. მე მინდა რომ ამ გადმოსახედიდან ამ სტანდარტებიდან განვავითაროთ ქართული დიპლომატია. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სამსახური, რომელიც ამ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული იქნება. ევროპული პატარა ქვეყანა ვართ და ყოველთვის ოცნებობდა ლევანი საქართველოს ყოლოდა ევროპის თანაზომადი პატარა ქვეყნის სტანდარტების მქონე საგარეო სამინისტრო. რასაც შევძლებ გავაკეთებ სანამ ვარ და რომ არ ვიქნები იქიდანაც დავეხმარები საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიტომ რომ ეს ჩემი სახლია, ჩვენი სახლია და ჩვენთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ლევანმა ერთგვარად იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობაც აიღო ამ გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა ის ხელისუფლება არ აცნობიერებდა და ვერ გააცნობიერებდა ამას. ეს რომ გაეცნობიერებინათ იმ სადამსჯელო ოპერაციას და რაც მას შემდგომ მოჰყვა, რა უბედურებაში და ტრაგედიაშიც აღმოვჩნდით თავიდან ავიცილებდით“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბერი „ძალიან კარგად მახსოვს ის დღე - 7 ნოემბერი. მაშინ ელჩად ვიყავი დანიშნული ერთ-ერთ ქვეყანაში, აგრემანს ველოდი. დილით, როდესაც გავიგეთ ასეთი ამბავი მოხდა, მყისიერად გამოვემართე სამინისტროსკენ, რუსთაველზე საშინელება ხდებოდა. ეხლაც მახსოვს და ვგრძნობ იმ მომწამვლელი გაზის სუნს, რომელიც გაუშვეს, ადამიანებს როგორ დასდევდნენ პარლამენტის შენობასთან და შემდეგ ზემოთ, ჩიტაძის ქუჩაზე. ფეხით ამოვედი, შემოვედი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასეთი სამინისტრო არ მახსოვს. იყო საოცარი სიჩუმე, ყველა შეკეტილი იყო ოთახში, ვერავინ ვნახე, ვისთანაც შემეძლო ჩემი ემოციის გაზიარება და გადმოცემა. შევედი ოთახში, ტელევიზორი ჩავრთე, თვალს ვადევნებდი. პირველი რაც გავაკეთე, ჩემი ელექტრონული ფოსტა გავხსენი და პირველი გზავნილი იყო ლევანისგან. შინაგანად დარწმუნებული ვიყავი და მივხვდი კიდეც ეს რა წერილი იქნებოდა. სხვაგვარი მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა. როდესაც გავხსენი წერილი და წავიკითხე, დავმშვიდდი, იმიტომ რომ მე ამ ნაბიჯს ველოდი, ვიცოდი, რომ ლევანი ასე მოიქცეოდა. ყველას იგივე განცდა გვქონდა, რომ ჩვენც ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. ამის შემდეგ, როგორც იქნა, დავუკავშირდი ლევანს და მან მთხოვა, რომ არ გადაგვედგა ეს ნაბიჯი. მაშინაც, ამ მძიმე სიტუაციაში ლევანი სახელმწიფოზე ფიქრობდა და გაგვაფრთხილა, რომ ჩამოიშლებოდა სახელმწიფოებრიობა, მოდი მხოლოდ ჩემი იყოს ეს პროტესტი და მერე ვიფიქროთ ამაზეო. დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ, შესაძლოა შეცდომა იყო, მაშინ რომ ბევრ ადამიანს მსგავსი პროტესტი გამოეხატა და მსგავსი ნაბიჯი გადაედგა, შესაძლოა ის შედეგები არ გვქონოდა, რა შედეგებიც შემდეგ დადგა“-აღნიშნა მინისტრმა.

ღონისძიებას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ლევან მიქელაძის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ბორდის წევრები და თანამშრომლები, ასევე ლევან მიქელაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის