ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ არარეზიდენტ ელჩებთან შეხვედრები გამართა
ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ არარეზიდენტ ელჩებთან შეხვედრები გამართა
10:24 07.11.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ჰონდურასის რესპუბლიკის ელჩს ქრისტა კასტრო ვარელას (რეზიდენციით ქ.ბერლინი) და გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის ელჩს ჯორჯ ვილფრედ ტალბოტს (რეზიდენციით ქ.ბერლინი) უმასპინძლა. არარეზიდენტმა ელჩებმა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.

რწმუნებათა საგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ახლადდანიშნულ ელჩებთან და მათ წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

საქართველოში აკრედიტებულმა არარეზიდენტმა ელჩებმა ასევე რწმუნებათა სიგელები გადასცეს საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.

ბეჭდვა