logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ეკა ბესელია საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა
ეკა ბესელია საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა
20:03 05.11.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან დოქტორ, ღასან ხალილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.



შეხვედრის მთავარი თემა იყო სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა და მისი განხორციელების მონოტორინგის პროცესი.



განხილული იყო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.



შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კანონის იმპლემენტაციის მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს თანათავმჯდომარე, ეკა ბესელიასთან ერთად, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი ღასან ხალილი იქნება.



მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხები განიხილეს.



„ჩვენ გაეროს ბავშვთა ფონდთან გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო, მე ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორული თანამშრომლობა 2013 წლიდან იმიტომ, რომ ერთად დავიწყეთ სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა და პირველად შეიქმნა სრულიად ახალი კანონი.



რეფორმის შედეგად სკოლამდელი დაწესებულებები აღიჭურვება თანამედროვე ევროპული სტანდარტით. ბავშვები საუკეთესო პირობებში მიიღებენ ერთიანი საგანმანათლებლო ეროვნული სტანდარტის შესაბამის განათლებას, ინფრასტრუქტურას, კვებას, ჰიგიენას და უსაფრთხოებას“-აღნიშნა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.



მისი განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუნისეფთან და მთავრობასთან ერთად აწარმოებს მუდმივი მონიტორინგის პროცესს, რომლის მიზანია რეფორმის ხელშეწყობა.



„რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან ვისაუბრე უახლოეს გეგმებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ისეთივე ძალიან ღირებული და წარმატებული, როგორიც ეს იყო მთელი ამ ექვსი წლის განმავლობაში. ჩვენ მართლაც ბევრი სიკეთე მოვუტანთ ბავშვებს და ამ მხრივ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს დაგეგმილი და ბევრი გვაქვს მართლაც გადასაწყვეტი“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.



როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის თანათავმჯდომარეც მასთან ერთად ღასან ხალილი იქნება, ნოემბრის ბოლოს მორიგ სხდომას გამართავს, რომელშიც მონაწილოებას მიიღებენ რეფორმის პროცესში ჩართული სამინისტროების წარმომადგნელები, ასევე მთავრობის ადმინისტრაცია, ექსპერტები და სახალხო დამცველის ოფისი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა