logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მარიამ ჯაში: UNICEF განსაკუთრებით დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დახმარების გაზრდის თაობაზე
მარიამ ჯაში: UNICEF განსაკუთრებით დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დახმარების გაზრდის თაობაზე
19:30 05.11.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში, დოქტორ ღასან ხალილს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა კეთილდღეობის და განათლების მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე, მათ შორის ადრეული განვითარების, სკოლამდელი განათლების მიმდინარე რეფორმაზე, განათლების სექტორში შეფასების სისტემის გადახედვის აუცილებლობასა და ასევე, ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელ პრიორიტეტულ ღონისძიებებზე.



დოქტორი ხალილი სულ რამდენიმე კვირაა რაც საქართველოში ჩამოვიდა და სათავეში ჩაუდგა UNICEF-ის ოფისს. როგორც თავად აღნიშნა, ის მზადაა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდროდ ითანამშრომლოს ბავშვთა უფლებების დაცვისა და განვითარების მიმართულებებით.



„გაეროს ბავშვთა ფონდისთვის ახალგაზრდობის საკითხები ხდება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება გლობალური პოლიტიკის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ეს ხედვა ემთხვევა საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას განათლების და ზოგადად, ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობა UNICEF-თან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი თანამშრომლობის სფერო გახდება“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.



როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, UNICEF-ის წარმომადგენლობამ საქართველოში განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდას ეხება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა