logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა ამ მდგომარეობიდან ამოყვანას მოვახერხებთ მიზნობრივად მიმართული თანხებით, რაზეც მუშაობა მამუკა ბახტაძის მთავრობამ პირველივე დღიდან დაიწყო
აკაკი ზოიძე: უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა ამ მდგომარეობიდან ამოყვანას მოვახერხებთ მიზნობრივად მიმართული თანხებით, რაზეც მუშაობა მამუკა ბახტაძის მთავრობამ პირველივე დღიდან დაიწყო
20:46 03.11.2018
უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა ამ მდგომარეობიდან ამოყვანას მოვახერხებთ მიზნობრივად მიმართული თანხებით, რაზეც მუშაობა მამუკა ბახტაძის მთავრობამ პირველივე დღიდან დაიწყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა.

„ეს ყველაფერი ან იყო ჩადებული ბიუჯეტში, ან იყო მუშაობის პროცესში, არაფერი ცუდი იმაში არ არის, რომ მთავრობა არჩევნების წინ აბარებს ანგარიშს თავის მოსახლეობას. არჩევნები ერთგვარი ანგარიშგებაა და მთავრობა ამბობს, რა გააკეთა, რის გაკეთებას აპირებს უახლოეს მომავალში, რომ მოქალაქეებმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნონ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ბევრი ვაშაძეები არიან და ალბათ არცერთ ვაშაძეს ინფორმაცია არ აქვს, რომ მაგალითად იმაზე, რაც მე გუშინ განვაცხადე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებთან შეხვედრის დროს. შეზღუდული შესაძლებლობის პირთა და მათ შორის ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციისპროგრამები არის გაზრდილი ხუთი მილიონ სამასი ათასით მომავალი წლის ბიუჯეტში და ეს უკვე ჩადებული იყო იმ ბიუჯეტში, რომელიც შემოსული იყო სექტემბერში საქართველოს პარლამენტში. ეს პროგრამა ორჯერ გაიზარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ის, რომ „ნაციონალების“ დროს საერთოდ არანაირი პროგრამები არ იყო, რომელიც დაეხმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში, ან თუ იყო, ძალიან მცირე მოცულობით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, პროგრამების უმეტესობა, რომელზეც ახლა მიდის საუბარი, უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში, ან იყო სამუშაო პროცესში.

„კონკრეტულად, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდის ინიციატივა იყო სამუშაო პროცესში, ორი დღის წინ წავიდა სავალუტო ფონდის მისია ქვეყნიდან და მნიშვნელოვანი იყო, ეს შეთანხმებულიყო სავალუტო ფონდის მისიასთან, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვან თანხაზე არის საუბარი, რომელიც მიმდინარე ხარჯებში ამ სოციალურ პროგრამაში უნდა წავიდეს. ეს არის მიზნობრივად გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენ კონკრეტულად 143 000 ბავშვიდან შვიდი პროცენტი, ანუ ყოველი მეცამეტე ბავშვი საქართველოში ამოვიყვანოთ უკიდურესი სიღარიბიდან.
საუბარი არის ისეთ სიღარიბეზე, როდესაც ყოველდღიურად კვებისა და ელემენტარული საცხოვრებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს უჭირს, ბევრი ბავშვი არის სიღარიბეში, მაგრამ უკიდურესი სიღარიბიდან ამოყვანას ჩვენ მოვახერხებთ ამ მიზნობრივად მიმართული 70 მილიონით და ამაზე მუშაობა დაიწყო პირველი დღიდან, როცა მოვიდა ბატონი მამუკა ბახტაძის მთავრობა, რადგან მისი დანაპირები იყო, რომ სიღარიბეს და უთანასწორობას ახალი ენერგიით შევუტევდით. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მიზეზი და პრეტენზია, რაც იყო წინა მთავრობასთან მიმართებაში.

ბოლო ორი თვის განმავლობაში მთელი საქართველო ლაპარაკობს იმაზე, რომ შემოგვაქვს საბანკო რეგულაციები, რომელიც ადამიანებს არ დააკარგვინებს სახლებს. შეგვექმნა იპოთეკარების ცალკე ფენა ამ ქვეყანაში, 250 000 ადამიანამდე, რომელთაც ან დაკარგული აქვთ ბინა, ან არიან ამ საფრთხის ქვეშ, რადგან თავის დროს სესხი ვერ გაისტუმრეს. მათგან ორი მესამედი ამ მდგომარეობაში ან საპროცესო შეთანხმების გამო არის, ან სამედიცინო ხარჯების გამო, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაუგროვდა. ჩვენს ოპონენტებს კი ყოფნით სინდისი, რომ თქვან, თითქოს ქვეყანა არაფერს აკეთებს, რომ დაარეგულიროს ეს პრობლემა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას. პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის