logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი კოლეგებს დიპლომატის დღეს ულოცავს
დავით ზალკალიანი კოლეგებს დიპლომატის დღეს ულოცავს
14:28 03.11.2018
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კოლეგებს დიპლომატის დღეს სპეციალური წერილით ულოცავს.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩემო მეგობრებო!

გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - დიპლომატის დღეს!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული დიპლომატია ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და განვითარების ავანგარდში!

წელს ჩვენ 100 წელი შეგვისრულდა, სწორედ საგარეო უწყება - მაშინდელი გარეშე საქმეთა სამინისტრო, 1918-1921 წწ-ში სულ რაღაც 40-მდე დიპლომატით, იღწვოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და დასაცავად!

ჩვენ იგივე გზა განვვლეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ - 90-იან წლებში. მახსენდება ქართველ დიპლომატთა პირველი თაობა. ადამიანები და პროფესიონალები, რომელთა საქმიანობა და შემართება გასაოცარი გმირული მუხტით იყო სავსე. ამ თაობამ ბევრი სასახელო ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში - ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად საერთაშორისო ასპარეზზე.

მახსენდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების ფეიერვერკი, საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და საქართველოს დროშის აღმართვა ნიუ - იორკში, სტამბოლის სამიტი და რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან, საქართველოს პირველი ევროპული და ევრო-ატლანტიკური განაცხადი, ის თუ როგორ მოიხაზა ჩვენი ქვეყანა გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში, მახსენდება იმ წლების უამრავი საერთაშორისო ფორუმი, სადაც სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა საქართველოს ხმა. სამწუხაროდ ქართველ დიპლომატთა იმ პირველი თაობის ბევრი წარმომადგენელი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, თუმცა მათი სახელი ჩვენი ქვეყნის მიღწევებშია უკვდავყოფილი.

დღეს ქართულ დიპლომატიას შესანიშნავი ახალი თაობა ჰყავს, დღეს ისინი წარმოადგენენ ქვეყანას, რომელიც სახელმწიფოებრივი განვითარებით და მიღწეული პროგრესით თანამედროვე დემოკრატიული ევროპული სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრია. საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის ქართული სახელმწიფოს კეთილშობილური მიზნების შესახებ, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრებს ვეძებთ, რომ თანამედროვე მსოფლიოს ნებისმიერი გამოწვევა ჩვენი გამოწვევაცაა,რომ ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოებისა და მსოფლიოს მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ძალიან მკაფიოა ჩვენი მიზანი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაცია.
ქართულ დიპლომატიის უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ მჯერა საქართველო ახალი შესაძლებლობებით, მშვიდობით, განვითარებით, აღმშენებლობის შეუქცევადი კურსით შეძლებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

მილოცვასთან ერთად, მინდა სრული პასუხისმგებლობით მოგმართოთ ყველა ქართველ დიპლომატს, თქვენს ოჯახებს, მთლიანად ჩვენი ქვეყნის საგარეო სამსახურს- მინდა იცოდეთ და სულ გახსოვდეთ, რომ ქართული სახელმწიფო ზურგს გიმაგრებთ. უაღრესად გაფასებთ და თქვენს გვერდითაა თქვენი სამშობლო, რათა ჩვეული სიმშვიდით, მკაფიო ამოცანებითა და დღის წესრიგით, დახვეწილი პროფესიონალიზმით გაუკვალოთ გზები და ბილიკები თქვენს სამშობლოს გამოწვევებით სავსე მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ძვირფასო მეგობრებო,

გულწრფელი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენი საოცარი შემართებისათვის, სამაგალითო პატრიოტიზმისთვის, გმირული თავდადებისათვის. მინდა გისურვოთ გამარჯვებები და წარმატებები საქართველოს საკეთილდღეოდ და დაგარწმუნოთ რომ თქვენი სამშობლო სათანადოდ აფასებს თქვენს ღვაწლსა და მონდომებას“-ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის