logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პარლამენტი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობს
პარლამენტი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობს
18:05 02.11.2018
პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

აღნიშნული ცენტრის შექმნა პარლამენტის ღია მმართველობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მეოთხე ვალდებულებაა. შეხვედრის ინიციატორი GIZ-ის აღმოსავლეთ პარტნიორობაა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე, პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, საქმისწარმოების დეპარტამენტის თანამშრომლები, NDI-ისა და GIZ-ის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზნის შესახებ იმსჯელეს, არსებული მდგომარეობა და პრობლემები აღწერეს, პირველი ნაბიჯი განსაზღვრეს და ჯგუფის სამუშაო გრაფიკი შეიმუშავეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2018 წლის ნოემბერში ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე, პარლამენტში მომზადებულია ახალი რეგლამენტი, რომლის თანახმად, იზრდება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია. აღნიშნული წარმოადგენს იმ გამოწვევას, რომელსაც პარლამენტის აპარატმა ახლებური მიდგომების დანერგვით უნდა უპასუხოს.

ეკა ბესელიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ახალი კონცეფციის შექმნაზე მუშაობს, რომელიც სრულიად ახლებურ სერვისს შესთავაზებს მოქალაქეებს როგორც უშუალოდ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის, ასევე პარლამენტის საქმიანობისა და მიმდინარე სიახლეების გაცნობის თვალსაზრისით.

„ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაზე ვმუშაობთ. ეს არის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა. ეს არის პირველი სტრუქტურა, რომლითაც მოქალაქე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ეხება, მასზე პირველად შთაბეჭდილებას იქმნის და პირველად მომსახურებას იღებს. ამიტომ პარლამენტის მისაღებს, რომელიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და უამრავ მოქალაქეს ხვდება, მივეხმაროთ და გავაძლიეროთ უაღერსად შრომატევადი პროცესის წარმატებით წარმართვაში. რეფორმა გულისხმობს როგორც მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ახალი შესაძლებლობებით აღჭურვას და დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა