არჩილ თალაკვაძე მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაზე: სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" გუნდთან შეხვედრაზე პრინციპულად დააყენა ეს საკითხი და მას ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები
არჩილ თალაკვაძე მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაზე: სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" გუნდთან შეხვედრაზე პრინციპულად დააყენა ეს საკითხი და მას ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები
15:33 02.11.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გამოწვევაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" გუნდთან შეხვედრაზე პრინციპულად დააყენა ეს საკითხი და ამას ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები.

ეს განცხადება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


„საზოგადოების და ეკლესიიის პოზიციის დაფიქსირებისთანავე პარლამენტმა შეაჩერა ამ კანონპროექტის განხილვა, ჩვენ მაშინვე დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია , რომ რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. მაგრამ დღეს როდესაც ამას მიეცა სხვადასხვა კონოტაცია ამ პროექტს და ამთ შორის გადამწყვეტი იყო ის,რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გუშნ ქართული ოცნების გუნდთან შეხვედრაზე პრინციპულად დააყენა ეს საკითხი და ამს ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები ,თუ რატომ არის აუცილებელი,რომ გაწვეულ იქნას ეს პროექტი პარლამეტნიდან , ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ კანონპროექტი გავიწვიოთ პარლამენტიდან. დღეს როგორც იცით შს მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ასევე პატრიარქს და ეს პოზიცია იქნა კიდევ ერთხელ განხილული და დადასტურებული. მე კიდევ ერთხელ გუნდის სახელით გიდასტურებთ , რომ კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბეჭდვა