logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე ენზელ მკოიანზე...
არჩილ თალაკვაძე ენზელ მკოიანზე...
15:31 02.11.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ენზელ მკოიანი ბრძოლას მმართველ გუნდთან ერთად აგრძელებს.

ეს განცხადება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


„რამდენიმე დღეა გრძელდება პერსონალური შეტევა ჩვენს კოლეგაზე, უმრავლესობის და პარლამენტის წევრზე ენზელ მკოიანზე, რომელიც წარმოადგენს პარლამენტში სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. ოპოზიციას აქვს გაუგებარი მოთხოვნები, თითქოს მას იმუნიტეტი უნდა მოხსნას, უფლებამოსილება შეუწყდეს. მინდა პირდაპირ გიპასუხოთ: არანაირი იმუნიტეტის მოხსნა, არანაირი უფლებამოსილების არ იქნება მასთან მიმართებაში. ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება მეორე ტურში სამცხე -ჯავახეთში. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება, მათი მხრიდან თავდასხმები ზუსტად გამოიწვია იმან, რომ ენზელ მკოიანმა და ჩვენმა გუნდმა „ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთში ძალიან მარალი შედეგები აჩვენა. მე მინდა თავად ფაქტსაც გამოვეხმაურო, რაზეც ეს კამპანია ააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბმა. რეალურად, ჩანაწერებით, გამოძიება დაწყებულია, დიდი იმედი მაქვს რომ აბსოლუტურ სიმართლეს დაადგენს გამოძიება, მაგრამ, ამოღებული ჩანაწერებით, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის კამერებმა აჩვენეს, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ვაშაძის მხარდამჭერების მხრიდან იყო უმძიმესი პროვოკაცია, შეურაცხყოფა, პლაკატების ჩამოხევა და დემონსტრაციული ესკალაცია ძალადობის. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ ძალიან დიდი ყურადღებით, ასევე სხვა გარემოებებთან ერთად, შეაფასონ ეს გარემოებაც. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. მშვიდად ჩატარდა, ნახეთ ყველამ, არჩევნები საქართველოში. ძალადობა არის ის მეთოდი, რომელითაც თავის დროზე მუშაობდა ნაციონალური მოძრაობა და არასოდეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ უცდია ძალადობით. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ როგორ ხდება რეალურად ამ პროცესების ინსპირირება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა