ოკუპანტები ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის“ ჯარიმის 20 ათას რუბლამდე გაზრდას გეგმავენ
ოკუპანტები ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის“ ჯარიმის 20 ათას რუბლამდე გაზრდას გეგმავენ
15:21 02.11.2018
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის“ ჯარიმის გაზრდას 20 ათას რუბლამდე გეგმავს.

ჯარიმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ამჟამად 1000-დან 2000 რუსულ რუბლამდეა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა და ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.

“პირველ რიგში ეს არის უკანონო, ამასთან ეს არის პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა და არა მხოლოდ ქართველების, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებლების, არამედ ეთნიკური ოსების მიმართაც, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიოტორიაზე მავთულხლართების ტყვეობაში იმყოფებიან. ეს არის ზომა, რომელიც უკავშირდება მოსახლეობისაგან მეტი თანხის გამოძალვას.
ჩვენი ძალისხმევა მიმართული, საერთოდ დასრულდეს ეს მანკიერი პრაქტიკა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ბეჭდვა