logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: კანაფის კულტივაციის კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს
გიორგი გახარია: კანაფის კულტივაციის კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს
13:52 02.11.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანაფის სამედიცინო მიზნით წარმოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიოს.

ეს განცხადება მან საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.


„ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მარიხუანასთან დაკავშირებული ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მთავრობამ წარადგინა. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს, როგორც უსაფრთხოების, ისე მოხმარების რეგულირების ნაწილში. ვიმსჯელეთ ასევე, საკანონმდებლო ინიციატივის მეორე ნაწილზე, ეს გახლდათ კულტივაციის თემა სამედიცინო მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, კონტექსტი არსებობს, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დაედო ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი და ძალზედ დიდი ფაქტორია კანონის ირგვლივ მოხდეს კონსესუსის მიღწევა. ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე - მათ შორის არჩევნების, ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, როგორც ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, პარტიაში იყო გუნდის შეხვედრა, რომელსაც ქალბატონი სალომეც ესწრებოდა, იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ. ეს იყო დღეს პატრიარქთან შეხვედრის თემა. რა თქმა უნდა, ეს იყო საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიციაც და ჩვენ დავთანხმდით, რომ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დახურულია. რა თქმა უნდა, არ უნდა იშფოთოთ, კანონპროექტს გამოსაწვევი იურიდიული პოზიციიდან არაფერი არ სჭირდა. მოგეხსენებათ, რომ ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანია და მისი საქმეა სწორედ საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე - მათ შორის საარჩევნო, საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევაზე. საუბარი, როგორც სხვადასხვა ოფციებზე ამ კანონმდებლობის დახვეწაზე, მის გაწვევაზე და კიდევ სხვა ბევრ ოფციაზე მიმდინარეობდა მსჯელობა ბოლო თვეების განმავლობაში. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს გაწვეული, მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა